სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველოში“- პედაგოგთა განაცხადების მიღება დაიწყო 
27-07-2021
-
+


ბრიტანეთის საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ატარებს პროექტს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“. 

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული ინგლისური ენის მასწავლებლების განცხადებების მიღება დაიწყო და 2021 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მასწავლებელთა რეგისტრაციას ონლაინ პლატფორმაზე  Future English Online Teacher Community და მათთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებას ბრიტანეთის საბჭო 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო განაცხადის ბმული განთავსებულია ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე:  https://bit.ly/otcforteachers

ბრიტანეთის საბჭო პარტნიორებთან ერთად პილოტირებას გაუწევს ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების შექმნას და უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის ახალ სისტემებს ქართულ რეალობაში გამოცდის. შედეგად, შესაძლებელი გახდება „e-განათლების სახლის“ ერთიანი ეროვნული პლატფორმის შექმნა ყველა საგნობრივი პედაგოგისათვის.

პარტნიორული პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მოხდა მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ფასილიტატორების შერჩევა. ამჟამად პროექტში ჩართულია 130 ფასილიტატორი.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება