სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

2021 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
22-07-2021
-
+


22 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხელვაჩაურის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“გამოვლინდა. ტიტული ჭარნალის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ხატია აბაშიძემ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

ხელვაჩაურელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 20 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 22 ივლისს „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

გამარჯვებული, ჭარნალის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ხატია აბაშიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, 28 ივლისს გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ხელვაჩაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

გთავაზობთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:



ასევე იხილეთ:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილეთა სია - ეტალონი

ხელვაჩაურელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატს გამართავს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება