სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წარმატებაა ჩვენი სკოლის თითოეული კურსდამთავრებული, რომელიც აღვზარდეთ​“- ნარგიზა ტყეშელაშვილი, ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი
20-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზა ტყეშელაშვილი პასუხობს.

- წარმატება არის. . .
- ჩვენი სკოლის თითოეული კურსდამთავრებული, რომლებიც აღვზარდეთ,  შევძელით და ჩამოვუყალიბეთ სამოქალაქო ცნობიერება, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . .
- პირველ მასწავლებელს, ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმს, ახალ შთაბეჭდილებებს, ნაცნობებს, ემოციებს, სასკოლო რეჟიმთან ადაპტირებას, შფოთვას, მქონდა დაბალი თვითშეფასება. მახსოვს წიგნიერი  თაობა, სადაც საგაკვეთილო პროცესის დასრულებისას რიგი იდგა სკოლის ბიბლიოთეკასთან.  ვოცნებობდი როდის  შევძლებდი კითხვის შესწავლას - მეც მომეთხოვა წიგნი ბიბლიოთეკაში. ჩემი სკოლა მახსენებს -  სკოლის დირექტორს, რომელიც იყო საუკეთესო და გამორჩეული, როგორც  ხელმძღვანელი,როგორც მასწავლებელი, მეგობარი. ის  60 წელი იყო სკოლის უცვლელი დირექტორი. მეამაყება რომ ქ-ნი ვერა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობის შემდეგ  ვაგრძელებ ვანის მუნიციპალიტეტის  სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობას.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .
- „ჩემი ცხოვრების მეგზური“ არის, ვთვლი რომ XXI  საუკუნის პირველკლასელსაც კარგად ასწავლიდა. სკოლის ჭიშკართან გვხვდებოდა ყოველთვის, მოგვეალერსებოდა, მიგვითითებდა, ჩვენი ოჯახის ამბავს  გამოგვკითხავდა. ყველა მოსწავლის ოჯახის  სიხარულს იზიარებდა და სევდას განიცდიდა... იმედიანი, მეგობრული და მოსიყვარულე იყო ჩემი ანტისო მასწავლებელი.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
- ვცდილობდი წარმატებული ვყოფილიყავი, როგორ გაგრძელდა ეს მცდელობა  ვერ გეტყვით, თუმცა სურვილი ნამდვილად მაქვს დღესაც.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .
- შოთა რუსთაველის  ეფხისტყაოსანი“, ილიას, ვაჟას წიგნები.

- ზაფხულში ვცდილობ. . .
- მოსწავლეებს  სკოლა განახლებული დახვდეს, მთელი ზაფხული სიახლეების ძიებაში ვარ. ეს  ზაფხული გამორჩეულია ჩემი მუშაობის  პრაქტიკაში, ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს  სრული სამშენებლო/ სარეაბილიტაციო სამუშაოები.  მგონი  ჩემს მოსწავლეებზე მეტად მიხარია, რომ  ბავშვებს ახალი სასწავლო წლიდან ექნებათ სრულიად თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლო კორპუსი, კაბინეტ-ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, მინი სტადიონი.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- ილიას სიტყვები „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა  კაცები ვიქნებით, რა  პასუხს გავცემთ შთამომავლობას.“ ვფიქრობ  თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა  აღვზარდოთ ისეთი თაობები, რომლებიც შეძლებენ - მოუარონ ჩვენს მამულს, ენას , სარწმუნოებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება