სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

2021 წლის „სენაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
09-07-2021
-
+


09 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ სენაკის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „სენაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული სენაკის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ზურაბ წირქვაძემ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

სენაკელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 06 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 64 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 09 ივლისს „სენაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

გამარჯვებული, სენაკის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ზურაბ წირქვაძე სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა სენაკელი მოსწავლე „ეტალონის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები, ტრადიციულად, სენაკის მერიისგან ფულადად დაჯილდოვდებიან.

გთავაზობთ სენაკის მუნიციპალიტეტის კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:




ასევე იხილეთ:

სენაკის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილეთა სია - ეტალონი

სენაკელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატს გამართავს

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა საგნის პედაგოგების დასასაქმებლად ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება