სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N21 საჯარო სკოლაში გერმანული ენის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა
08-06-2021
-
+


თბილისის N21 საჯარო სკოლაში გერმანული ენის დიპლომების - DSD-ს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში დაესწრნენ. წელს 21-ე სკოლაში 39 DSD-დიპლომი გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეების 90%-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 

მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატება მიულოცა და სამინისტროს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

​თავის მხრივ, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მიულოცა მოსწავლეებს გერმანული ენის დიპლომების მიღება და მომავალი წარმატებები უსურვა.

სამინისტროს ინფორმაციით, 21-ე საჯარო სკოლა საქართველოში პირველია, რომელიც გერმანული ენის დიპლომს გასცემს და მას ყველაზე მეტი მოსწავლე ჰყავს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს DSD-ს პროგრამა. სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ, მათ შორის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით. 1999 წლიდან 740-მა მოსწავლემ მიიღო მეორე საფეხურის DSD-დიპლომი.

ინიციატივა - „სკოლები მომავლის პარტნიორები“ (PASCH) 2008 წელს გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით შეიქმნა და მსოფლიოს მასშტაბით გერმანიასთან განსაკუთრებული კავშირების მქონე 1800 სკოლას აერთიანებს. ინიციატივის მიზანია გერმანული ენის გავრცელება და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირება. საქართველოში 15 PASCH-სკოლაა, სადაც გერმანული ენა გაძლიერებულად ისწავლება. თორმეტ მათგანში ათი სასწავლო წლის შემდეგ შესაძლებელია გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მეორე საფეხურის დიპლომის (DSD II) მიღება, რაც გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის წინაპირობას წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება