| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ემოციური იყო. დამრიგებელმა ირმა რიონიძემ მოსწავლეები სიყვარულით, თბილი სიტყვებით გააცილა სკოლიდან და ცხოვრების ახალ ეტაპზე თითოეულს გზა დაულოცა.
„როგორც ყველა სკოლაში, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაშიც აწკრიალდა ბოლო ზარი. თითქოს განსხვავებული ხმა ჰქონდა ამ ზარს, მასში შერეული იყო სევდაც და სიხარულიც, მეც იგივე განცდა მქონდა როგორიც ბავშვებს. მიხაროდა, რომ ცხოვრების ახალ გზას დაადგნენ, ახალი იმედებით, მიზნებით და ოცნებებით, ასევე გული მწყდება, რომ ჩვენი სასკოლო ურთიერთობა მთავრდება.
გილოცავთ წრფელი გულით და დიდი სიყვარულით, მინდა გისურვოთ სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების რეალიზება, წარმატებული მომავალი და მზიანი დღეები, გესახელებინოთ სკოლა და ოჯახი“, - ამბობს მე-12 კლასის დამრიგებელი ირმა რიონიძე.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას