სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეციცხვაიეს საჯარო სკოლას, ტყის კოდექსზე სასაუბროდ, გარემოსდაცვითი პატრულირების თანამშრომელი გვანცა ჩაკვეტაძე ეწვია
07-06-2021
-
+


გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლას, ტყის კოდექსზე სასაუბროდ და ამ მიმართულებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასევე ეკოკლუბის მოწვევით, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელი გვანცა ჩაკვეტაძე ეწვია.

„შეხვედრისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

• რა არის ტყე;
• რა არ მიიჩნევა ტყედ;
• ვინ შეიძლება იყოს ტყის მესაკუთრე;
• რა კატეგორიებს ითვალისწინებს "საქართველოს ტყის კოდექსი";
• ტყის აღრიცხვა და მორიტორინგი;
• რა შეზღუდვები ვრცელდება დაცული ტერიტორიების ტყის ფართობებზე;
• კანონი ტყის აღდგენის და მოვლის შესახებ;
• სად შეიძლება მივიღოთ საჭირო განათლება ტყის სფეროში.

შეხვედრა საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. მოსწავლეებმა დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. გვანცა ჩაკვეტაძემ ეკოკლუბს საჩუქრად საქართველოს ტყის კოდექსი გადასცა, რომელსაც ეკოკლუბი გარემოსდაცვით საქმიანობაში გამოიყენებს.

გვანცა ჩაკვეტაძე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ერთადერთი ქალი თანამშრომელია და სურს, რომ მისი არჩევანი ბევრი ქალისთვის იყოს მაგალითი, რათა დაინგრეს ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპი, თითქოს ქალებს მსგავს სამსახურში მუშაობა არ შეუძლიათ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება