სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ემოციური ღონისძიება ​ველევის საჯარო სკოლაში
07-06-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ველევის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ველევის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები გულმოდგინედ მოემზადნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად; გადაწყვიტეს, მოეწყოთ სამშობლოსადმი მიძღვნილი საყვარელი ლექსის კითხვის დღე, რომელშიც მონაწილეობას, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებიც მიიღებდნენ და მშობლებიც, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო და ფორმატიც შეიცვალა.

როგორც ველევის საჯარო სკოლის დირექტორი, ეკატერინე ჭიჭინაძე გვიამბობს: „3 ივნისს ლადო ასათიანის სტრიქონების „რომ ლექსი კურნავს ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არის“ გამოძახილის შესაბამისად წარვმართეთ საღამო: წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ გარდაცვლილთა ხსოვნას და აღინიშნა, რომ ცხოვრება სიკვდილ- სიცოცხლის ბეწვის ხიდზე სვლაა, შემდეგ ანთებული სანთლების ფონზე მოსწავლეებმა: ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებმა, დავით ნეფარიძემ და ანი არდიამ წაიკითხეს ანა კალანდაძის, გალაკტიონ ტაბიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ლილი ნუცუბიძის ლექსები სამშობლოსა და სიცოცხლის ზეიმზე. პატარებმა პატარა სპექტაკლიც გაითამაშეს“.

„ღონისძიება მოამზადა სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჭიჭინაძემ; მან პირველმა წაიკითხა მირზა გელოვანის „ო, მაპატიეთ“ და ამ სევდიანი ლექსით პატივი მიაგო მარადისობაში გარდასულთ; ეს იყო ურთიერთპატივისცემის, თანაგრძნობის გამოხატვისა და სამშობლოს სიყვარულის გაკვეთილი. 

პოსტერის მომზადებასა და დიზაინის მოფიქრებაში წვლილი მიუძღვის ანი არდიას“, - აღნიშნულია ველევის საჯარო სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება