სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ძალადობის მინიმუმამდე დასაყვანად - ვანის N1 საჯარო სკოლაში ძალადობის თემაზე დისკუსია გაიმართა
21-12-2017
-
+


ვანის N1 საჯარო სკოლაში დისკუსია თემაზე ,,ძალადობა ახალგაზრდებში და ძალადობა საზოგადოებაში“ გაიმართა. 

დისკუსიაზე ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და ძალადობის მინიმუმამდე დასაყვანად გზების ძიებაზე. 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ვანის N1 საჯარო სკოლის VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები, ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოწვეული სტუმარი თამაზ თავაძე, ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ოლეგ ვაშაყმაძე.

დისკუსია კითხვა-პასუხის რეჯიმში წარიმართა.

დისკუსიის დაწყებამდე თამაზ თავაძემ მოსწავლეებს თავიანთი აზრის თავისუფლად დაფიქსირებისკენ მოუწოდა. 

მოსწავლეებმა ძალადობის გამომწვევი მიზეზები დაასახელეს:

1. მათ აღნიშნეს, რომ უმეტესწილად ძალადობა ოჯახიდან მოდის

2. შემდგომ გამომწვევ მიზეზად დასახელდა საზოგადოების თვითშეგნების დაბალი დონე 

3. სოციალური პირობები და პრობლემები

4. ჯერ კიდევ შემორჩენილი „ქურდული მენტალიტეტი“

5. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები

6. სახელმწიფო

7. აზარტული თამაშები

8. ნარკოტიკები

9. მომეტებული ლიბერალიზმი და დაუსჯელობის სინდრომი

10. სოციალური ქსელები

11. მეგობრების წრე

12. სკოლებს შორის დაპირისპირება და დაპირისპირების გამწვავების ხელშეწყობა

13. ფსიქიკური აშლილობა და სხვა

რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ძალადობის მინიმუმამდე დასაყვანად:

1. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება

2. კანონის/კანონების შემუშავება და გამკაცრება ამ მიმართულებით

3. პოლიციისა და პროკურატურის როლის გაზრდა

4. დასაქმება

5. მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება

6. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტსივრცის კონტროლი

7. ნარკოტიკების მოხმარებასა და გავრცელებაზე კანონის გამკაცრება

8. სკოლაში (სკოლებში) მანდატურების შეყვანა და ვიდეოკამერების დამონტაჟება

9. პედაგოგების მხრიდან ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბარი

10. ფსიქოლოგების მაქსიმალური ჩართულობა

11. ,,ქუჩური მენტალიტეტის“ მქონე მოსწავლეების იზოლირება (გადამისამართება)

12. უფროსების ჩართულობა, უფროსი მეგობრის მრჩევლის ინსტიტუტის ჩამოყალიბება

13. კომპრომისზე წასვლა

14. სკოლებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო წრეების შექმნა და ჩართულობა

15. სპორტული წრეების მრავალფეროვნება, მაქსიმალური ჩართულობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება

16. კინო, თეატრი და სხვადასხვა გასართობი საშულებების შექმნა და სხვა.

როგორც ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი კანკაძემ აღნიშნა, ის უბედნიერესი დირექტორი იყო, რადგან მისმა მოსწავლეებმა ყოველგვარი კომპლექსებისა და მინიშნებების გარეშე ჩამოაყალიბეს თავიანთი აზრი და ძალადობის შესახებ თავისუფლად იმსჯელეს:

„ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო საზოგადოებავ. დღეს მე უბედნიერესი დირექტორი ვიყავი იმ აუდიტორიაში, სადაც ჩემმა მოსწავლეებმა ყოველგვარი კომპლექსის გარეშე, ყოველგვარი მინიშნებების გარეშე ჩამოაყალიბეს და იმსჯელეს 21-ე საუკუნის იმ სენზე, რასაც ძალადობა ჰქვია. მათ ისაუბრეს ძალადობის აღმოფხვრისთვის გზების ძიებაზე. დღევანდელ შეხვედრაზე აქტიურად მონაწილეობისა და საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის ვანის N1 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის, სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი:

1.გივი პაიკიძეს.

2. გიორგი პაიკიძეს.

3. ლილი დვალიშვილს

4. მარი ჩახუნაშვილს.

5. ზაურ მოსავლიძეს.

6. გიორგი გიორგაძეს.

7. თებეა ლორთქიფანიძეს.

8. ელგუჯა კალანდაძეს.

9. ირაკლი მსხილაძეს.

10. ლადო ხარძეისვილს.

P.S რა თქმა უნდა, ძალადობა ეს ისეთი თემაა, შეუძლებელია მისი ძირფესვიანი აღმოფხვრა საზოგადოების გარკვეულ წრეებში, მაგრამ ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია 21-ე საუკუნეში ცივილური ერების სიაში ჩავეწეროთ, ძალადობის ნებისმიერი სახე მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. რამდენად შევძლებთ ამის გაკეთებას? - დასკვნა თქვენთვის მომინდვია ბატონებო და ქალბატონებო.“ 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება