სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ქართულ ენაზე ახორციელებენ
18-12-2017
-
+


„სკოლაში ჯგუფი „რუსთველელები“ შევქმენით, რადგან ჩვენი სკოლა რუსთაველის სახელობისაა და გვინდა, რომ კარგად ვისწავლოთ „ვეფხისტყაოსანი.“ ამისთვის კი ქართული ენის ცოდნაა საჭირო.

სკოლაში არსებული ქართული ენის კლუბი საშუალებას გვაძლევს, კარგად ვისწავლოთ სახელმწიფო ენა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საზაფხულო სკოლაც, რომლის ფარგლებშიც, ბევრი საინტერესო აქტივობა განვახორციელეთ: თოჯინების თეატრის სპექტაკლით ვესტუმრეთ საბავშო ბაღს, ქართულად ვთარგმნეთ და წავიკითხეთ ვაჰან ტერიანის ლექსები სახალხო დღესასწაულზე „ტერიანობა“, შევხედით უბნის ინსპექტორს და ქართულ ენაზე ვისაუბრეთ თემაზე „აქტიური მოქალაქე“, მოვაწყვეთ მხიარული თამაშები და ბოლოს ვიყავით ექსკურსიაზე მცხეთაში. ეს აქტივობები უფრო მეტად დაგვეხმარა ქართული ენის სწავლაში. 

გარდა ამისა, რამდენიმე წელია ვსწავლობთ თავებს „ვეფხისტყაოსნიდან“ ქართულ და სომხურ ენებზე. რესპუბლიკურ კონკურსშიც მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. დავხატეთ ეპიზოდები ვეფხისტყაოსნიდან „ჩემი თვალით დანახული ვეფხისტყაოსნის გმირები.“

„იაკობობასთან“ დაკავშირებით, მოვაწყეთ იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მხატვრული კითხვა.

მასწავლებლის დღეს მივუძღვენით კედლის გაზეთი და ღონისძიება „ხსოვნა გულისა.“

მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე „არა კაც კლა“, რომელიც თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეების ტრაგედიას მივუძღვენით.

გავაკეთეთ პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი.“

ქართულ ენაზე ვემზადებთ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის. ახლა კი საახალწლო კარნავალისთვის ვემზადებით.“

ავტორები - X კლასის მოსწავლეები, ქართული ენის კლუბის წევრები  მერი გარიბიანი, ზარუჰი ათორაკალიანი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება