სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა ანაზღაურების თაობაზე განათლების სამინისტრომ კანონში ცვლილება შეიტანა
12-04-2021
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განისაზღვრა იმ მიზეზების ჩამონათვალის, რომლის გამოც სკოლას შეუძლია ონალინ სწავლებაზე გადავიდეს. ასევე, განისაზღვრა მასწავლებლის ანაზღაურება დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის გამოყენების შემთხვევაში. დაზუსტდა დისტანციური სწავლების მოდელების ტერმინები:

ასინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, როცა მასწავლებელი და მოსწავლე(ები) ერთდროულად ან სხვადასხვა დროს, მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროცესის შესაბამისად, დამოუკიდებლად სწავლობენ სხვადასხვა დროსა და ადგილას, რეალურ დროში კომუნიკაციის გარეშე, იყენებენ  ბეჭდურ და/ან ციფრულ რესურსებს, ან აუდიო და/ან  ვიდეო ფაილებს, ან ტელეეთერს;

ჰიბრიდული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, დასწრებით სწავლებისა და/ან სინქრონული და/ან ასინქრონული სწავლების რომელიმე ფორმის კომბინაციით.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის გამოყენების დროს მოქმედი საათობრივი ბადის პირობებში მასწავლებელს უნარჩუნდება სასკოლო სასწავლო გეგმის საათობრივი ბადის შესაბამისად დადგენილი მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების შესაბამისად გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება