| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„9 აპრილი, დღე გლოვისა-დღე ზეიმისა“-ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილი მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. ადმინისტრაცია სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებზე გვიამბობს.
„საქართველოს უახლესი ისტორიის, უმნიშვნელოვანესი, გმირული, ამაღლებული დღის, 9 აპრილისადმი მიძღვნილი დატვირთული დღე გახსნა Vა კლასმა. (საგანი ჩვენი საქართველოს მასწავლებელი თეა ბობოხიძე).
მე-2 გაკვეთილზე მოსწავლეთა თვითმმართველობის (თავჯდომარე ქრისტინე უგრეხელიძე), სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის ფიქრია გიორხელიძის თაოსნობით სკოლის შიდა ეზოში მოეწყო აქცია-პერფორმანსი - „9 აპრილის პოეზია-ხეებზე გაკრული ლექსები“.
ისტორიის მასწავლებლებმა ფიქრია გიორხელიძემ და თამილა თუთბერიძემ IXა და IXბ კლასებში ჩაატარეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი გაკვეთილები საგანში - საქართველოს ისტორია.
დღის ბოლოს სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერმა, მარიამ აფხაძემ თანატოლები გამოწივია, კონკურსში - „ვინ უკეთ იცის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“.
ყველა აქტივობას ესწრებოდა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის საქმიანობა შეაფასა სკოლის ადმინისტრაციამ დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ და დირექტორის მოადგილემ დალი სილაგაძემ. აქტივობების ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო ისტ-ის მენეჯერმა ინგა არაბიძემ.
სრულიად პირველი საჯარო სკოლა, ყველა მოსწავლე, ყველა დამრიგებელი ერთ სულ და ერთ ხორც პატივს მიაგებდა გმირებს, ზეიმობდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს.
„ვინ შემიბღალა გაზაფხულის საღამო მშვიდი,
ვინ გამოიხმო უნაპირო სევდა მწუხრიდან?
შენ დაიფარე საქართველო, ღმერთო, მაღალო,
და საქართველო ასე ძვირად ვისაც უღირდა...“
იხილეთ ვიდეო
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას