სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინ განვითარებისკენ, პანდემიის მიუხედავად“ - საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები განახორციელეს
08-04-2021
-
+


წინ განვითარებისკენ, პანდემიის მიუხედავად“ - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კორონავირუსის გამო უერთმანეთოდ გატარებული დროის ანაზღაურება გადაწყვიტეს. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მათ საინტერსო აქტივობები შესთავაზა და მოსწავლეები სახალისო შეჯიბრებებში ჩართო.

„მოგეხსენებათ, როგორი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს ჩვენმა მოზარდებმა, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებმა, როცა ჩაკეტილი განრიგით მოუწიათ სწავლა, თანატოლებთან ცოცხალი ურთიერთობის შეწყვეტა და თანაც არაერთი თვითა თუ კვირით და აი, როგორც იქნა, დადგა ნანატრი პერიოდი, სკოლებს დაუბრუნდნენ სწავლამოწყურებული მოზარდები, მოგეხსენებათ, „სწავლა ბავშვის ცხოვრების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია“, ცოდნას ის არა მხოლოდ წიგნებიდან და გაკვეთილებიდან, არამედ, თავად ცხოვრებისდან, გარემოდან ითვისებს. ჩვენც, პედაგოგებს არანაკლებ გაგვიხარდა სკოლებში დაბრუნება და აი, კიდევ ერთი მთავარი საფიქრალი, როგორ ავუნაზღაუროთ მოსწავლეებს დაკარგული დრო? (ზოგიერთი მათგანი ხომ ონლაინ გაკვეთილებსაც ვერ ესწრებოდა, სათანადო აღჭურვილობისა თუ ინტერნეტის არქონის გამო).

დრო ასანაზღაურებელი იყო, არამხოლოდ ცოდნის მიღების პროცესისთვის, არამედ, ურთიერთობის დანაკლისის გამოც, რაც, ესოდენ მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის ჯანსაღ და სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის. ამიტომ გადავწყვიტე, შეჯიბრებით (რომელიც, ვფიქრობ, სტიმულს აძლევს ნებიმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს) შემევსო ე.წ. „ვაკუუმის პერიოდი“, ამისათვის დიდი შრომა არ გამიწევია, რადგან ბავშვებიც მთელი ენთუზიაზმით ამომიდგნენ მხარში. თავდაპირველად დავგეგმეთ ღონისძიება სახელწოდებით „ჩვენი ენა ქართული“ დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით და სკოლაში დაბრუნებიდან სულ რამოდენიმე დღეში, სკოლის ეზოში ჩავატარეთ კლასებს შორის (მე -5, მე-6, მე-7, მე-8) შეჯიბრება ქართული გრამატიკის ცოდნაში, რაც მთავარია, ეს  ღონისძიება, რომელიც შთამბეჭდავად წარმოგვიდგა, თავიდან ბოლობდე ბავშვებმა ჩაატარეს, თავად იყვნენ წამყვანებიცა და მონაწილეებიც. მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მხოლოდ შორიდან ვაკვირდებოდი. შეჯიბრის შედეგად მიღებული სიამოვნება იმდენად დიდი იყო, რომ მალევე დაიგეგმა ახალი ღონისძიება „საჯარო კითხვის საათი“ ჩაგვეტარებინა, სადაც უკვე მოსწავლეები საკუთარ ნაშრომებს, თემებს სახელწოდებით „ვინ ვარ მე“ წარადგენდნენ. საგულისხმოა, რომ ამ სათაურით თემა შემთხვევით არ აგვირჩევია, ანუ ეს საკუთარი თავის რეალიზაციისა და თანატოლების უკეთ გასაცნობად მოვიფიქრეთ. მინდა გითხრათ, რომ ზემოთხსენებულის მსგავსად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლაში ეს ღონისძიებაც, შესანიშნავად ჩატარდა.

ამ წერილს ვუზიარებ იმ მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ვისაც მოკლე ხანში სურს ე. წ. ზარალის ანაზღაურება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ერთი უბრალო ღონისძიებით რამდენიმე სასიკეთო მიზნის მიღწევა და თანაც დიდი სიამოვნების განცდაა შესაძლებელი. დავურთავთ რამდენიმე ფოტოს  ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებებიდან“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოქვეყნდა გათანაბრებული და სკალირებული ქულები

გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება