სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალ თაობას სჭირდება მეტი ყურადღება“ - აგარის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ მარკოიძე
05-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის დირექტორის გურამ მარკოიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ცოდნის დონის ამაღლების, ჩამოყალიბების, ადამიანებთან ურთიერთობის,  პატივისცემის, სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობისა და სხვა დადებითი თვისებების შესწავლის კერა. 

- ცოდნა გვანიჭებს...

- სიამოვნებას, რათა მეტად მოტივირებულები და თავდაჯერებულები ვიყოთ.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- მეტი ყურადღება, სიმართლის დანახება, ობიექტურობა და ყველაზე უმთავრესი წიგნის სიყვარული. 

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

 - ბევრი რამ ისე არ იყო, როგორც დღეს, მაგალითად ინტერნეტი, არც ასეთი ბიბლიოთეკა არ ქონდა სკოლას, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია და მსიამოვნებს მოსწავლეებს ასეთ პირობებში რომ უხდებათ სწავლა. 

- დირექტორობა მეხმარება...

- გაცილებით მეტი ურთიერთობა მქონდეს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან და ეს ყველა ურთიერთობა სასიამოვნოა, იმიტომ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მაქვს უმთავრესად საქმე და როდესაც ამ საპასუხისმგებლო საქმეში ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულებას მეკისრება, ვცდილობ მიზანს მივაღწიო. ალბათ სულ თუ არაფერი, მაგალითის მიმცემი უნდა იყო სკოლის ყველა მუშაკისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის. საერთო ენის გამონახვა უნდა შეგეძლოს. დირექტორობა მეხმარება, აღმოვაჩინო თითოეულ მათგანში შესაძლებლობები და სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე შევაფასო და გამოვიყენო.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ... 

- არასდროს დავკარგო პასუხისმგებლობის გრძნობა, ვიყო აქტიური და სამართლიანი.

- წარმატებისთვის აუცილებელია... 

- იყო შრომისმოყვარე, დასახო მიზანი და არასდროს დაკარგო მომავლის იმედი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება