სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მასწავლებლებს შეუძლიათ 1-წლიანი შვებულება აიღონ, ანაზღაურების გარეშე და სამუშაო ადგილის შენარჩუნებით
01-08-2021
-
+


საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სკოლა ვალდებულია მასწავლებელს მისცეს ანაზღაურებადი შვებულება, რომლის წესიც გაწერილია. კერძოდ:

1. მასწავლებლის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობიდან 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით მასწავლებელს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.

2. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 24 სამუშაო დღეზე მეტი ვადით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შრომით ხელშეკრულებაში.

3. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღისა.

თუმცა, არის კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც მასწავლებლისთვის 1 წლიან არაანაზღაურებად შვებულებას ითვალისწინებს, სამსახურის შენახვის პირობით.

„კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ სკოლა ვალდებულია მისცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით“.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება