| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 სკოლაში პროექტი - „ჩემი სამყარო სუფთა გარემოა“ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებასთან პირველი საინფორმაციო შეხვედრა 2020 წლის 21 დეკემბერს შედგა, სადაც ხელმძღვანელებმა საზოგადოებას გააცნეს პროექტის მიზნები და ამოცანები და დასახეს გეგმები.
28 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შეთავაზებული და მხარდაჭერილი პროექტის - „ჩემი სამყარო სუფთა გარემოა“ფარგლებში ჩამოყალიბდა გუნდი, შემუშავდა სამოქმედო გეგმა.
2021 წლის 15 მარტს კი გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე დაიგეგმა პროექტის ერთ-ერთი აქტივობა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
„ეკოკლუბი თემის მოსახლეობასთან ჩაატარებს ონლაინ ტრენინგს, ამასთან სასკოლო საზოგადოებამ შეიმუშავა ბანერის და ბუკლეტის დამზადების გეგმა და საშუალებები. წარმატებები პროექტზე მომუშავე ჯგუფს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას