სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„გაუკეთებელი საქმე არ არსებობს, მთავარია, გიყვარდეს, გჯეროდეს და შრომობდე“ - ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორი გულო სულამანიძე
17-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორს, გულო სულამანიძეს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- თუკი, ეს ინიციატივა სწორ გზას გაივლის, მიზნობრივ მიმართულებას მიიღებს და დადებითად იმოქმედებს მოსწავლის მოტივაციაზე, მივესალმები. ზოგადად, სკოლის საზოგადოებას ნამდვილად აქვს სათქმელი, რაც მხოლოდ მოსწავლის მიერ მიღებულ ქულებში არ გამოიხატება. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- როდესაც მე-11 კლასელებთან საგაკვეთილო თემად განვიხილავდი სხვადასხვა პროფესიებს, მე მათ ვუთხარი: აერჩიათ საყვარელი პროფესია და არასოდეს მოუწევდათ მუშაობა. პირადად ჩემი მაგალითით, ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ საყვარელ, საპატიო საქმეს. აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებამდე დარჩენილი დრო სწავლისთვის, მეტი ცოდნის შეძენის შესაძლებლობით გამოეყენებინოთ მაქსიმალურად.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში, საზოგადოების ჩართულობა უნდა იყოს. იმდენად, რამდენადაც ეს პროცესი უკვე საჯაროა, ჩანს საზოგადოების მნიშვნელობაც.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ელექტრონული ჟურნალი უკვე იქცა ჩვენს რუტინულ საქმიანობაში საჭირო კომპონენტად. რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ დასახვეწი. ბარდუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლები ყურადღებით, მონდომებით, პროფესიული თვალსაზრისით აკეთებენ დანერგილ სიახლეებს. ასე რომ, არც მომავალში გაგვიჭირდება ელჟურნალში მუშაობა.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- მსოფლიო პანდემიამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ თითოეული ადამიანის პირად პასუხისმგებლობას გლობალური ეფექტი აქვს. სწორედ ადამიანური პასუხისმგებლობიდან იწყება ყველა და ყველაფერი. იმისთვის, რომ ონლაინ თუ დასწრებით რეჟიმში სასწავლო პროცესი გამართული იყოს, საჭიროა, მუდმივად გვეჭიროს სკოლის მაჯისცემაზე ხელი და ვგრძნობდეთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. სადაც ნდობაა, იქ გუნდია. სადაც გუნდია, იქ საერთო საქმე აუცილებლად კეთდება. კოლეგა დირექტორებს ვეტყოდი: გაუკეთებელი საქმე არ არსებობს! მთავარია, გიყვარდეს, გჯეროდეს და შრომობდე ამისთვის!

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება