სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ უპრეცედენტო ONLINE-პროექტი ეფექტურ განათლებას ემსახურება“ - მარიამ პერტაია, სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერი
05-03-2021
-
+


ეტალონმა“ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო - ონლაინ-თამაში „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021, ONLINE-გადაცემა „გაამოს“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე და საქართველოს SUPER-ოჯახები“, რომელიც „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge-მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.

როგორ ხდება კონკურსანტების შერჩევა და რა მიზანი აქვს ახალ, უპრეცედენტო პროექტს? - Etaloni.ge-ს „ეტალონის“ სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერი, მარიამ პერტაია ესაუბრება.

- იდეა პროექტის ავტორის, თავად ბატონი გოჩა ტყეშელაშვილისგან წამოვიდა და ფორმატიც არსებულმა ვითარებამ განაპირობა. მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია ინტელექტ-ჩემპიონატი, ვერ ვატარებთ ტესტირებებს და ვერ ვსტუმრობთ მუნიციპალიტეტებს... ერთმანეთის ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, თუმცა გაჩერება დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა, რადგან „ეტალონი“ მომავალი თაობების განათლებას ემსახურება; სწორედ არსებულმა ვითარებამ წარმოშვა დისტანციური ფორმატის აუცილებლობა და გადავწყვიტეთ, კონკურსები ონლაინ-სივრცეში გადაგვეტანა.

- რამდენად იყო მოთხოვნა ამ ფორმატის კონკურსზე - რაც უნდა იყოს, კონკურსი ონლაინ-რეჟიმში - „ეტალონელებისთვის“ მაინც სიახლეა.

- მოთხოვნა იმთავითვე დიდი იყო, როგორც მოსწავლეების, ასევე ჩვენს მეორე პროექტში izrune.ge-ში ჩართული ოჯახებისგან. შესაბამისად, უკვე მეორე თვეა წარმატებით ვახორციელებთ ამ იდეას; თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი პროექტი ინტერნეტ-სივრცეს იპყრობს და სხვათა შორის, მომავალში უფრო დიდ მასშტაბებზე ვაპირებთ გასვლას.

- სამომავლო გეგმებზეც აუცილებლად გკითხავთ... მანამდე ის გვითხარით, რა კრიტერიუმებით არჩევთ მონაწილეებს?

- მონაწილეებს ვარჩევთ შემდეგი კრიტერიუმებით: ყველაზე მაღალქულიანი, XI კლასის მოსწავლეები, რომლებიც შარშან მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ და წელს აბიტურიენტები არიან; რაც შეეხება izrune.ge-ში ჩართულ ოჯახებს, მთავარი კრიტერიუმი არის მათი აქტიურობა - რამდენად არიან ჩართულები პროექტში და რამდენად რეგულარულად გადიან ტესტებს. შესაბამისად, უმთავრესად მიზნად ვისახავთ წარმოვაჩინოთ ის ახალგაზრდები და ოჯახები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ განვითარებაზე და განათლების დონის ამაღლებაზე.

- კონკურსანტებთან ტელეფონით გიწევთ ურთიერთობა, ალბათ უმრავლესობა გიცნობთ კიდეც... რა განწყობით ხვდებიან თქვენს ზარს?

- შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ კონკურსანტები ჩვენი დიდი ოჯახის წევრები არიან და ბუნებრივია, განწყობა ყოველთვის დადებითია; არის ემოციები, სიხარული... და ამას არც მალავენ. ოჯახებისგან განსაკუთრებული სითბო მოდის - ახარებთ ის ფაქტი, რომ პროექტი საშუალებას აძლევს, პანდემიის გამო ჩაკეტილობა გაიხალისონ; აბიტურიენტებმა დისტანციური სწავლება შემეცნებითად წარმართონ და მეტი გამოცდილება დააგროვონ ამ კუთხით.

- კონკურსები უკვე მეორედ ჩატარდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემური სახე მიიღო. რა გამოხმაურება აქვს ONLINE-პროექტებს?

- როგორც მოგეხსენებათ, კონკურსანტებს სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით ვირჩევთ, თუმცა ისეც ხდება - თავად გვიკავშირდებიან, სურვილს გამოთქვამენ და თხოვნით მოგვმართავენ, რომ მონაწილეობის საშუალება მიეცეთ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სურვილს ვითვალისწინებთ, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ისინი მხოლოდ კონკურსანტები კი არა, ჩვენი დიდი ოჯახის წევრები, ჭეშმარიტი „ეტალონელები“ არიან.

- პირადად, როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებთ პროექტს?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმატის კონკურსი ჯერ სრულიად ინოვაციურია, შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაფერი გამართული იყო და მახარებს, მეტიც ვამაყობ, რომ ამ ორი თვის განმავლობაში, არც ტექნიკური კუთხით გვქონია პრობლემა და ხარისხიც საკმაოდ შთამბეჭდავია. ასე რომ, განსხვავებული ფორმატის პროექტს, რომელსაც თამამად შემიძლია ეფექტური განათლების პროექტი ვუწოდო, დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ და მგონია, უფრო პოპულარული, მასშტაბური გახდება.

- აღნიშნეთ, ტექნიკური კუთხით, ყველფერი გამართულიაო. მოსამზადებელ პერიოდში არ იყო გარკვეული გამოწვევები?

- მოსამზადებელი პერიოდი, უდავოდ, შრომატევადია, თუმცა რთულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელი, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი პროფესიონალია, ერთმუშტად შეკრული გუნდი კიდევ ერთი რგოლია ამ წარმატებულ პროექტში... სცენარი წინასწარ იწერება, ყველაფერი დროში იდეალურადაა გაწერილი, პირადად, მონაწილეებს კონკურსამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ვუკავშირდები, გავდივართ ყველა დეტალს და ეს კავშირი კონკურსის დასრულებამდე არ წყდება.

- თქვენთვის რამდენად მისაღებია ფორმატი და როგორია OLINE-რეჟიმზე გადაწყობა?

- ვფიქრობ, ამ ფორმატის პროექტში ჩართულობამ, არა მარტო მონაწილეებს, არამედ მეც, მეტი გამოცდილება შემძინა. ერთია, როდესაც ტესტირებას ატარებ დისტანციურად და სულ სხვაა, როდესაც მონაწილეების ჩართულობას უშუალოდ ადევნებ თვალს ლაივ-რეჟიმში. იზიარებ მათ გულწრფელ ემოციებს და სიამაყით ივსები, ამ დიდი პროექტის განხორციელებაში შენც რომ მიგიძღვის წვლილი. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატიდან, ონლაინ-რეჟიმზე გადაწყობა, მართალია, ადვილი არ ყოფილა, თუმცა პანდემიამ დაგვანახა, რომ საჭიროა, დროულად ავუწყოთ ფეხი ახალ ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. ჩვენი პროექტი კი ამის ნათელი მაგალითია.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„საკვებს აღენიშნებოდა მძაფრი, უსიამოვნო სუნი... გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა“

გილოცავთ ბარბარობას! ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა წარმოთქვას

„თუ სახელმძღვანელო არ იქნება ხარისხიანი, არანაირ რეფორმას აზრი არ აქვს!“

„შევიმუშაოთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სქემა და საბოლოოდ ამ ადამიანებს დავარქვათ „პედაგოგები“ - ისინი ამ სტატუსს იმსახურებენ“...

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა აქტივობაზე

ღონისძიებისას ბავშვებმა ისაუბრეს ბარბარობის ისტორიულ და რელიგიურ მნიშვნელობაზე

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა - ლორიტა ჭაავამ და ქეთინო კუტალიამ გაუწიეს

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება