სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაზაფხული და 8 მარტი ერთად მოგვილოცია - დისველის საჯარო სკოლელების ემოციური მილოცვა მასწავლებლებს
05-03-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ასლან შაინიძის სახელობის, დისველის საჯარო სკოლაში გაზაფხულმა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით შემოაბიჯა. უფროსკლასელებმა ერთგვარი პერფორმანსი მიუძღვნეს უსაყვარლეს მასწავლებლებს. „გაზაფხული და რვა მარტი ერთად მოგვილოცია“ - წარწერა დისველის საჯარო სკოლის კედელს ამშვენებდა; ღონისძიების შესახებ კი Etaloni.ge-ს დისველი საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო დოხტურიშვილი თავად უამბობს:

„გაზაფხული და რვა მარტი ერთად მოგვილოცია“

ასეთი შინაარსის მოულოდნელი და სასიამოვნო მოლოცვა დაგვხვდა ასლან შაინიძის სახელობის, დისველის საჯარო სკოლის კედლებში, ამავე სკოლის ქალბატონი პედაგოგებისთვის მიძღვნილი და ფაქიზად ორგანიზებული. თუმცა გაზაფხულის სითბო ყველა ქალბატონს ეკუთვნის. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ყურადღება და სითბო გვამხნევებს, ძალასა და მოტივაციას გვაძლევს.

ჩვენს ძვირფასი მოსწავლეების მიერ  შესრულებული, ქართული საცეკვაო დადგმა, მეტად სასიამოვნო და წარუშლელ მოგონებად დარჩება რუტინული ყოფით გაჯერებულ მეხსიერებაში. გაზაფხულის ფერებში შეფერილი კედლის მისალოცი პლაკატი კი სასიამოვნო სანახავი გახლდათ.

დიდი მადლობა დისველის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს, პედაგოგებს: ბატონ ედნარ აბულაძეს გაზაფხულის ფერების უხვად შემოტანისთვის და ქალბატონ მედეა ჯაფარიძეს, ასეთი ორგანიზებული, სპონტანური  ღონისძიებისთვის.  მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო დისველის საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ იაკობ ჯანსული შაინიძეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის! გისურვებთ  წარმატებებსა და მზის სხივებით გაჯერებულ გაზაფხულის ლამაზ  დღეებს!





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება