სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ღმერთო, მე გთხოვ არა სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ ყოველი დღის ძალას“ - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა
10-11-2017
-
+


მწერალი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი 1900 წელს ქალაქ ლიონში დაიბადა. გარდა იმისა, რომ წერდა, იგი იყო პილოტი, ფრანგული აეროდრომის უფროსი ესპანეთის მაროკოში, შემდეგ კი - კომპანია „აეროპოსტა - არგენტინას" საჰაერო ხაზების დირექტორი.

ნიუ იორკში ცხოვრებისას დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „პატარა უფლისწული".

გთავაზობთ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვას, რომელიც ცხოვრების მძიმე პერიოდში დაწერა:

„ღმერთო, მე გთხოვ არა სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ ყოველი დღის ძალას. მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას.

მაქციე დაკვირვებულად, რომ ყოველდღიურობის მრავალფეროვნებაში დროულად შევჩერდე იმ აღმოჩენებზე და გამოცდილებაზე, რომლებმაც ამაღელვეს.

მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მაჩუქე უნარი, რომ გავარჩიო პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვანისაგან.

მე გთხოვ მომცე ზომიერების და თავშეკავების ძალა, რომ გონივრულად ვგეგმავდე ჩემს ყოველ დღეს, შემეძლოს მწვერვალების დანახვა და ხანდახან მაინც მრჩებოდეს დრო ხელოვნებით ტკბობისთვის.

დამეხმარე გავიგო, რომ არა აქვს მნიშვნელობა ოცნებებს წარსულზე და მომავალზე, დამეხმარე ვიყო აქ და ამჟამად და აღვიქვა ეს წუთი როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.

დამიცავი გულუბრყვილო შეხედულებისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად. მომანიჭე იმის ნათლად გაცნობიერების უნარი, რომ სირთულე, მარცხი, დაცემა და წარუმატებლობები არიან ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილები, რომელთა დახმარებითაც ჩვენ ვიზრდებით პიროვნულად.

შემახსენე ხოლმე, რომ გული ხშირად კამათობს გონებასთან...
მომივლინე საჭირო დროს ისეთი ვინმე, ვისაც ეყოფა სიმამაცე მითხრას მწარე სიმართლე, მაგრამ მითხრას სიყვარულით!

მე ვიცი, რომ ზოგიერთი პრობლემა მაშინ გვარდება, როცა არანაირ ზომებს არ ღებულობ, მაშ მასწავლე მოთმინება.

შენ იცი, თუ რა ძლიერ გვჭირდება ადამიანებს მეგობრობა. მომეცი უნარი ვიყო ღირსი ბედის ამ ყველაზე მშვენიერი და ნაზი საჩუქრისა.

მომეცი მდიდარი ფანტაზია საიმისოდ, რომ საჭირო წამს, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, სიტყვით თუ უსიტყვოდ ვაჩუქო ვინმეს აუცილებელი სითბო.

მაქციე ადამიანად, რომელსაც შეუძლია მიაწვდინოს ხმა იმათ, ვინც სავსებით „ქვემოთაა“.

ამარიდე შიში იმისა, რომ ცხოვრებაში რამე გამომრჩება.

ღმერთო, მომეცი ის, რაც მე ჭეშმარიტად მჭირდება... მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება