სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსის ორმაგი დანამატი ერიცხებათ მასწავლებლებს, რომლებიც ორ საგანს ასწავლიან
03-02-2021
-
+


ბოლო პერიოდში წამყვანის სტატუსი არაერთმა მასწავლებელმა მიიღო და მაშინვე გაჩნდა კითხვები დანამატთან დაკავშირებით. მას პედაგოგები იანვარიდან იღებენ, თუმცა მაინც არის მცირე გაურკვევლობა, რომელსაც შევეცდებით ამომწურავად ვუპასუხოთ - მაგალითად, თუ პედაგოგი სკოლაში ორ საგანს ასწავლის, მას ორი საგნის დანამატი მიეცემა?

საქმე ის გახლავთ, რომ თუ პედაგოგი ერთი საგნობრივი ჯგუფის ორ საგანს ასწავლის, მას სტატუსის ერთი დანამატი დაერიცხება, მაგრამ აქ აუცილებელია, 15 საათზე მეტი ჰქონდეს დატვირთვა, რადგან დანამატი სწორედ ამ შემთხვევაში გაიცემა.

რაც შეეხება სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის საგნებს - მაგალითად, ისტორიასა და ქართულს - თუ პედაგოგმა გარედაკვირვება ისტორიაში გაიარა, ამის მიუხედავად, სტატუსის დანამატი ორჯერ - ორივე საგანში დაერიცხება, ოღონდ აქაც აუცილებელი პირობა ის გახლავთ, რომ ორივე საგანში 15-15-საათიანი დატვირთვა ჰქონდეს და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, საათებს ერთ სკოლაში ივსებს თუ სხვა სკოლაშიც მუშობს პარალელურად.

ასე რომ, სტატუსის დანამატს ორჯერ მიიღებს მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 2 საგანს ასწავლის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება