სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - პასუხები ბრიტანელი ექსპერტებისგან
14-01-2021
-
+


კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში შესაძლოა ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში გაჩნდა. ამავე დროს ნოემბრის შუა რიცხვებამდე ის საკმაოდ ნელი ტემპით ვრცელდებოდა. ამის შესახებ ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. 

მუტირებული კორონავირუსი „VUI - 202012/01“ ვრცელდება მარტივად, ვიდრე მისი წინამორბედები, ამათან, არ არსებობს მტკიცებულება, რომ იგი დაავადების მძიმე მიმდინარეობის შესაძლებლობას ან სიკვდილიანობას ზრდის. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება.

ამავე დროს ვირუსთან ბრძოლის ხერხები რჩება იგივე: „დაიბანეთ ხელები, ატარეთ პირბადე, სხვა ადამიანებთან დისტანცია დაიცავით და შეამცირეთ სოციალური კონტაქტები“,- აღნიშნავენ ბრიტანელი სპეციალისტები.

კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებული პირველი შემთხვევები დიდ ბრიტანეთში ნოემბრის ბოლოს აღმოაჩინეს, როდესაც ჯანდაცვის ექსპერტები ცდილობდნენ გარკვევას, რატომ არ შემცირდა კენტის საგრაფოში ავადობის სიხშირე მიუხედავად საერთო ნაციონალური შეზღუდვებისა.

„შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ ამ სახეობის შემთხვევებთან დაკავშირებული კლასტერი, რომელიც სწრაფად ვრცელდებოდა ლონდონში და ესექსში“,- აღნიშნავენ ექსპერტები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში დასძენენ, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კომპანიების - Pfizer -ისა და BioNTech-ის შექმნილი COVID-19-ის ვაქცინები ახალი შტამისგან არ იცავს. მათი თქმით, ლაბორატორიული კვლევები ამ მიმართულებით დღეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

იხილეთ ასევე: როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსის ახალი შტამისგან?- კომაროვსკიმ ვირუსის ახალი სახეობის შესახებ ისაუბრა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება