სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ელექტრონული ჟურნალის შევსების ვადამ კვლავ გადაიწია - სადამდე აქვს პედაგოგს სემესტრული ნიშნის გამოყვანის დრო?
12-01-2021
-
+


მასწავლებლებს ელექტრონული ჟურნალის შესავსებად და რედაქტირებისთვის დრო 15 იანვრის ჩათვლით აქვთ - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში სემესტრული მონაცემები 12 იანვრის ჩათვლით უნდა შეეყვანათ, თუმცა ხარვეზების გამო მასწავლებელთა უმრავლესობამ ეს ვერ მოახერხა.

ელექტრონულ ჟურნალში მუშაობისას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს მოუწოდებს, გადაამოწმონ დასწრებული და დისტანციური, ორივე მხარეს არსებული შეფასებები. გასათვალისწინებელია, არ გქონდეთ ზედმეტად ჩანიშნული შემაჯამებელი, სადაც არ გიწერიათ შეფასება. ასევე გადაამოწმეთ ის ნიშნები, რომელიც დაწერილი გაქვთ. 

ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი განმსაზღვრელი შეფასება სემესტრულ ნიშანზე 24 საათის განმავლობაში ისახება.

ასევე დაგაინტერესებთ:

პედაგოგებისთვის: აუცილებელია თუ არა ელექტრონულ ჟურნალში დისტანციურ სწავლებამდე დაწერილი შეფასებების შეტანა?

ყველაფერი, რაც პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობისთვის გჭირდებათ - სანამ ხარვეზების გამო ინერვიულებთ, ეს ინსტრუქცია ნახეთ


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება