სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელი, რომელმაც გარე დაკვირვება კორონავირუსიანმა გაიარა - „სისხლით მოპოვებული ჰქვია ამ წარმატებას ჩემთვის“
17-01-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგმა, მაია სირაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა, და წამყვანის სტატუსიც მიიღო. ამ ამბავში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი: ქალბატონ მაიას, გარე დაკვირვების გავლისას, კორონავირუსი ჰქონდა, გაკვეთილი სიცხიანმა ჩაატარა და ამ წარმატებას, თავადაც სისხლით მოპოვებულს უწოდებს:

- 2020 წლის აპრილში ველოდით გარე დაკვირვების გავლას, გეგმებიც ავტვირთეთ, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოხერხდა; ახლაც, პირისპირ დაკვირვებას, დაკვირვებას საკლასო ოთახში მოველოდი, თუმცა კვლავ პანდემიის გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადავედით და შესაბამისად, მეც ონლაინ-რეჟიმში მომიწია გაკვეთილის ჩატარებამ, მანამდე კი გეგმების მოდიფიცირება დამჭირდა, რადგან ონლაინ-სწავლებას სხვა მოთხოვნები აქვს, საკლასო სივრცეში 45 წუთია განსაზღვრული, აქ კი მხოლოდ 20 წუთი გვქონდა.

დიდი შრომა გავწიეთ, თითქმის ყველა მოსწავლეს პირადად ჩავუტვირთე „თიმსი“ ბუკში, ასე ვთქვათ, გავაცოცხლეთ ეს ბუკები და მშობლების თანადგომით, წარმატებით ჩავატარეთ გაკვეთილი. კლასი მთლიანად ჩაერთო პროცესში.

- ისე, როგორ მოახერხეთ, წარმატებით ჩაგეტარებინათ გაკვეთილი კორონავირუსის ფონზე?

- გარე დაკვირვებამდე რამდენიმე დღით ადრე თავი შეუძლოდ ვიგრძენი... სიცხე მქონდა სისუსტე, გაუსაძლისი ტკივილები მაწუხებდა; მართალია, ვერ წარმოვიდგინე, ვირუსი საიდან უნდა შემხვედროდა, მაგრამ ტესტი მაინც ჩავაბარე და ზუსტად გარე დაკვირვების დღეს დამირეკეს - თქვენ კოვიდდადებითი ხართო.

- ალბათ ინერვიულეთ...

- რა თქმა უნდა, რთული იყო ემოციურად, თან წინა ღამეს გაუსაძლისი ტკივილების გამო, არც მძინებია და დამკვირვებელს რომ გავესაუბრე, გულწრფელად შეწუხდა. შემომთავაზა გადავდოთ, სიკვდილმისჯილებსაც კი არ სჯიდნენ, თუ სიცხე ჰქონდათო... მაგრამ მე უარი ვუთხარი, ბავშვები მელოდებოდნენ და მათ ვერ დავაღალატებდი. მართლაც, „თიმსში“ რომ შევედი, ისეთი ლამაზები დამხვდნენ, ყველაფერი დამავიწყდა; მე კმაყოფილი ვიყავი, ბავშვებიც აქტიურები იყვნენ და მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მშობლებს, რადგან ასეთი მონდომებულები არიან შვილების სწავლისთვის  -  ვთხოვე მომზადებულიყვნენ, გარემოც ისე მოეწყოთ, თითქოს გაკვეთილი საკლასო ოთახში ტარდებოდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ასევე მადლობელი ვარ იმ ადამიანის, რომელიც გაკვეთილს აკვირდებოდა - საოცრად პოზიტიური გახლდათ და ჩვენი გაკვეთილიც ასევე წარიმართა.

- რით განსხვავდება ონლაინ გარე დაკვირვება ტრადიციული ფორმისგან, ქალბატონო მაია?

- საკლასო სივრცეში გაკვეთილი სხვა კრიტერიუმებით ფასდება, ონლაინ-რეჟიმში კი მასწავლებელმა უმდა იცოდეს - როგორ გააზიაროს დაფა, როგორ წამოიწყოს გაკვეთილი, როგორ დარეკოს ზარი... ასევე მნიშვნელოვანია, გაკვეთილზე კალენდრით შესვლა, ეს სავალდებულოა პედაგოგისთვის, რათა დრო არ დაკარგოს... თითოეული ფაქტორის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ერთს გეტყვით - უმარავი განსხვავებაა საკლასო სივრცესა და ონლაინ დაკვირვებას შორის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება