სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი ჰყავს საქართველოს - მონაცემები 2020 წლის ბოლოსთვის
29-12-2020
-
+


2020 წლის ბოლოს საჯარო სკოლებში ქვეყნის მასშტაბით 52 113 სტატუსიანი პედაგოგი ასწავლის.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით სტატუსების მიხედვით მასწავლებელთა რაოდენობა შემდეგია:

პრაქტიკოსი მასწავლებელი -  9524;       
უფროსი მასწავლებელი -  37410;       
წამყვანი მასწავლებელი - 4902 ;     
მენტორი მასწავლებელი - 277.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის მანძილზე 14 მასწავლებელი გახდა მენტორი, 2053 - წამყვანი, 1029 - უფროსი. მათგან 98 მაძიებელი.

2021 წლის იანვარში უფროსის სტატუსს მიიღებს 500 მაძიებელი, ხოლო წამყვანის სტატუსს 2900 უფროსი მასწავლებელი, რომლებიც ახლა სტატუსის მოლოდინის რეჟიმში არიან.

ამასთან, 2021 წლის იანვრიდან უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს ანაზღაურება 100 ლარით გაეზრდება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, ინფორმაცია მოსწავლეებთან დაკავშირებითაც მოგვაწოდა.

უწყების განმარტებით, 2020 წლის 25 დეკემბრის მონაცემებით საჯარო სკოლაში 54 9576, ხოლო კერძო სკოლაში 59 666 მოსწავლე სწავლობს.

2020-21 სასწავლო წლის დაწყების დღიდან სწავლა შეწყვიტა (ამორიცხვა, სტატუსის შეჩერება, სკოლიდან გარიცხვა) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 1 695 მოსწავლემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება