სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„კვირაში რამდენჯერმე შემოდის, თაროდან იღებს „საოცრებას“ და იწყებს კითხვას“
01-11-2017
-
+


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მათ ხშირ სტუმარზე, პატარა ბიჭუნაზე წერს, რომელსაც, როგორც ჩანს კითხვა ძალიან უყვარს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭუნა ჩვენი ახალი მაღაზიის ხშირი სტუმარია, მისი სახელი არ ვიცით. კვირაში რამდენჯერმე შემოდის, ჩვენს თანამშრომლებს ესალმება, თაროდან იღებს „საოცრებას“ და იწყებს კითხვას და ისე გადის მაღაზიიდან, ვერც კი ვამჩნევთ...
შევეცადეთ ფოტო ჩუმად გადაგვეღო და სახე არ გამოგვეჩინა, რომ არ დაიმორცხვოს და მოერიდოს მაღაზიაში შემოსვლა ხოლმე.  ახლა ვფიქრობთ, თუ რითი შეიძლება დავასაჩუქროთ ჩვენი პატარა მეგობარი, რომელსაც ჯერ არ ვიცნობთ.“



პოსტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილის აზრით, „უცნობი სტუმარი“ წიგნებით უნდა დასაჩუქრდეს.

„მეგობრებო, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის

ჩვენთვის წიგნის ან წიგნების ჩუქება ამ პატარა ბიჭუნასთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ფაქტია, ამ ბავშვს ჩვენს მაღაზიაში, ჩვენს გარემოში ურჩევნია კითხვა, მისთვის ეს ყველაფერი ასე უფრო საინტერესოა და არ გვინდა, რომ მისი ეს თავგადასავლები ისე დავასრულოთ, რომ ყველა წიგნი ვაჩუქოთ და ამით დასრულდეს ჩვენი ურთიერთობა.

ბევრად უკეთესი საჩუქარი გვინდა რომ გადავცეთ. რა თქმა უნდა, წიგნებსაც გადავცემთ“- სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ამ ამბავმა გულგრილი არავინ დატოვა. წიგნების მოყვარულ ბიჭს საჩუქრებს უცნობები უტოვებენ. 

„ჩვენს გუშინდელ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა რჩევა მოგვცა, ზოგმა საქციელი მოგვიწონა, ზოგმა გვითხრა, კეთილი საქმე ჩუმად კეთდება და აქ რატომ გაასაჯაროვეთო და ა.შ.

ჩვენი აზრით, სიკეთე გადამდებია და რაც უფრო მეტ ადამიანს გავაგებინებთ ასეთ თბილ ამბებს, უფრო მეტ ადამიანს მოუნდება სიკეთის კეთება. ასეთი კეთილი ადამიანია ნატალი, რომელმაც დღეს ჩვენს მაღაზიაში, ჩვენს პატარა ბიჭუნას საჩუქრად წიგნი დაუტოვა“- წერს გამომცემლობა.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება