სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად 16 ნოემბრიდან დაიწყება - იხილეთ დეტალები და განრიგი
11-11-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 16 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ. 

ოლიმპიადა კონკრეტული კლასის/კლასების შესაბამისად ტარდება შემდეგ საგნებში:

  • მათემატიკა;
  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის;
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

ოლიმპიადისათვის დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: naec.ge და მითითებულ ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის განრიგი ასეთია: 

 
16 ნოემბერს:


ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
ქართულში, როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვანი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
ფრანგულ ენაში.

17 ნოემბერს:
ისტორიაში;
ქიმიაში.

18 ნოემბერს:
ინგლისურ ენაში;
გერმანულ ენაში.

19 ნოემბერს:
მათემატიკაში;
ბიოლოგიაში.

20 ნოემბერს:
გეოგრაფიაში;
ფიზიკაში;
რუსულ ენაში

თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა

ტესტირების ინსტრუქცია

მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო რეიტინგულ სიას ცენტრი განათავსებს ვებგვერდზე, სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება.

იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის წინა წლის შესაბამისი საგნის ოლიმპიადის გამარჯვებული და საპატიო მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას ან/და ვერ გამოცხადდება ოლიმპიადის პირველ ტურზე, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საგნის და კლასის ოლიმპიადის შემდეგ ტურში.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ ვერ იპოვა მოსწავლე, როგორც დარეგისტრირებული, მან უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას დეტალების დასაზუსტებლად. 

პროცედურის დადგენილი წესის ან სხვა რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან მეორე დღის 17:00 საათამდე.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების მისამართები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და თითოეული ტური ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. 

წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 30 700-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება