| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გთავაზობთ ხარაგაულის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ხარაგაულის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
პირველ სამეულში გასულ მოსწავლეებს თანაბარი 80-80-80 ქულა აქვთ. მათ შორის ყველაზე სწრაფი ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ლელაძე აღმოჩნდა, რომელმაც ეს შედეგი 71,59 წამში აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე გასულ ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ჩიჩილიძეს ქულის დასაგროვებლად 75,70 წამი დასჭირდა. ხოლო თამარ ჭანკოტაძემ ბორის საჯარო სკოლიდან, ამ მაჩვენებელს 134,96 წამი მოანდომა.
შესაბამისად, გიორგი ლელაძემ 2020 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. 
„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ხარაგაულში, ბიბლიოთეკის მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ დღეს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
ასევე იხილეთ:
„ძალიან მოგვწონს „ეტალონი“ და ყოველთვის გავაგრძელებთ თანამშრომლობას“ - ხარაგაულში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
„ეტალონი“ ხარაგაულში გაიმართება - იხილეთ მონაწილეთა სია
ხარაგაულის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას