| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან შეხვედრებს იწყებს.
„გამოცხადებული გრიფირების მიზნებისათვის, იწყება საკონსულტაციო შეხვედრები IX და ზოგიერთი I-VIII კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ სიახლეებს, მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ შესაბამისი პასუხები საგნის ექსპერტებისგან“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
შეხვედრები გაიმართება ონლაინ „Microsoft Teams“ -ის გამოყენებით.
დაინტერესებულმა პირებმა შეხვედრების განრიგი და საგნის ექსტპერტების საკონტაქტოების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით.
შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების ზოგიერთი საგნისა და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა. სახელმძღვანელოს/სერიის კონცეფციის წარმოდგენის ვადად 2020 წლის 2-6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.
იხილეთ ასევე: გრიფირება გამოცხადდა დაწყებითი და VII, VIII, IX კლასების სახელმძღვანელოებზე - ვადები და პირობები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა