სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა პანდემიის მიუხედავად მაინც შეძლეს“ - დედოფლისწყაროს I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
14-10-2020
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა. 

როგორ ჩაიარა შესარჩევმა ეტაპმა, რამდენად აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში? - ამის გასარკვევად etaloni.ge  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს დაუკავშირდა:

დედოფლისწყარო საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ ზურიკაშვილი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაირა. მოსწავლეები მომზადებულები იყვნენ. „ეტალონის“ პედაგოგებმაც მშვენივრად გაართვეს თავი ტესტირების პროცესს, დაცული იყო ყველა არსებული რეკომენდაცია. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რომ პანდემიის გამო შექმნილი პირობების მიუხედავად, „ეტალონში“ მონაწილეობა მაინც შეძლეს.

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ოთარაშვილი:

რეკომენდაციები, რაც მოწოდებული გვქონდა ყველაფერი დაცული იყო. მოსწავლეებმა ტესტირება უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით წერეს.

„ეტალონი“ მოსწავლეებს ნამდვილად დიდი გამოცდილებას აძლევს. ბევრი ჩვენი მოსწავლე, რომელიც „ეტალონში“ მონაწილეობდა ასევე ჩაერთო izrune.ge-ში და დისტანციური სწავლების დროს ყოველ ხუთშაბათს გადიოდა „იზრუნეს“ ტესტებს. სხვათაშორის უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მოსწავლე რომელსაც „ეტალონის“ ტესტირებაში ყველაზე მაღალი ქულა ჰქონდა მიღებული, აქტიურად იყო ჩართული izrune.ge-შიც და ყოველკვირეულად აკეთებდა ტესტებსაც და მისი შედეგიც ძალიან გამიხარდა.

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირინე თეთვაძე:

მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს ტესტირებაში მონაწილეობა. ყველაფერმა რეკომენდაციების დაცვით ჩაიარა. „ეტალონს“ ყოველთვის საკმაოდ მაღალი ინტერესი აქვს მოსწავლეებში, წელსაც 40-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას ჩვენი სკოლიდან და ახლა, ველოდებით მეორე ტურს.

ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ ბიბინიძე:

ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ, 20-მდე მოსწავლე მონაწილეობდა და 4 თუ 5 მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში, თუმცა შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ უფრო მეტ მოსწავლეს უნდა გადაელახა ეს ზღვარი.

ვფიქრობ, რომ აღნიშნულის მიზეზი, სწორედ პანდემიისგან გამოწვეული შედეგებია, დისტანციური სწავლების ეფექტი დაბალია, ზოგი მოსწავლე არ ესწრებოდა და ეს შედეგი სწორედ პანდემიიდან გამომდინარე მივიღეთ.

ფიროსმანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლეილა ტარიელაძე:

მოსწავლეების ისე უყვართ „ეტალონი“, რომ დიდი სიხარულით გამოთქვეს ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი. მეორე ტურში 4 მოსწავლე გადავიდა და ვფიქრობ, რომ ეს კარგი შედეგია.

საბათლოს საჯარო სკოლის დირექტორი გენადი ჩოვუშიანი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ტესტირებაში ჩართულნი და ახლა მეორე ტურის ჩატარებას ელიან.

საბათლოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნათია ფათალიშვილი:

კარგად და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ტესტირებამ. ყველა რეკომენდაცია და ყველა წესი დაცული გვქონდა. მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესოა ტესტირებაში მონაწილეობა და წელსაც დიდი ენთუზიაზმით ელოდნენ „ეტალონს“.

სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ვარლამ თაგოშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. ჩვენი სკოლიდან 5-მა მოსწავლემ გადალახა არსებული ზღვარი. ჯერჯერობით არ ვიცით მეორე ტურში გადავლენ თუ არა, ეს დამოკიდებულია კონკურენციაზე, ამიტომ ველით როდის გავიგებთ საბოლოო შედეგებსაც.

სამთაწყაროს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ფიქრია ბუჩუკური:

ტესტირებაში მონაწილეობას 17-მდე მოსწავლე იღებდა და 5-მა მათგანმა 51%-იანი ზღვარიც გადალახა. ველოდებით როდის გავიგებთ გადავიდნენ თუ არა მოსწავლეები მეორე ტურში. სხვა მხრივ ტესტირებამ კარგად ჩაიარა და რეკომენდაციებიც დაცული იყო.

იხილეთ ასევე: დედოფლისწყაროს სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

ტესტირების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

„მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი“

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება