სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით მიულოცეს
05-10-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს მასწავლებლის დღეს ულოცავს. მილოცვას უერთდებიან მოსწავლეებიც, პედაგოგ ნინო დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით.

„ასლან შაინიძეს სახელობის, სოფელი დისველის საჯარო  სკოლა მთელ საქართველოს  და განსაკუთრებით დისველის პედაგოგებს ულოცავს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, უსურვებს პროფესიულ წინსვლასა და  მომავლის წიაღით გაჯერებულ ცას!

პედაგოგი არის აქსიომა, მენტალური, მორალური თვალსაზრისით, პიროვნულ ღირებულებებზე აგებული წყალზე მოტივტივე ნავი. მისი სიმსუბუქე არ ძირავს, ის მიილტვის  აბობოქრებულ ტალღებისკენ, რომელის სიმძლავრეც ხშირად უკუაგდებს ნაპირისკენ, თუმცა ნავი მაინც ემიჯნება ქვიშას, უნებურად წყლის  ჭავლში უნდა ნავარდი,  არის გაჯერებული დიდი  ენერგიით, დამუხტული პიროვნული ღირებულებებით, რომელის წინაშეც ბუნებრივი ძალაც კი უძლურია.

თანამედროვე მეთოდებით  შემოფარგლული სწავლება მასწავლებელს ხდის უფრო ალტერნატიულს, ნოვატორულს, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოსწავლის ღირებულებებზე, აღზრდა-განვითარებაზე, სწორად მიმართულ ინტელექტუალურ თვალსაზრისზე. ეს გახლავთ ის ჯეროვანი ინდივიდუალოურობა, რომელიც მორგებულია აღსაზრდელის როლზე. ყოველთვის მხიბლავდა ის  ეროვნული მოტივი, რომლის წიაღშიც იზრდება და იკვეთება მოსწავლე, როგორც პიროვნება. კეთილგანწყობილი აღქმა კი, როგორც გარემოს, ასევე პედაგოგის უანგარო ზეგავლენაა. მოსწავლე სრულად უნდა გრძნობდეს თავის ინდივიდუალობას, რაც გამოიკვეთება ანალოგიური მიდგომით. უსაფრთხო გარემო თანამედროვე მეთოდიკის შემდგარი  სქემაა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ნებისმიერი პედაგოგი შეძლებს ამ სქემის დაძლევას, მოსწავლის კეთილი სურვილის ორიენტირებას საგანამანათლებლო პროცესზე. მე მივესალმები ამ პროგრესს განათლების სისტემაში და ჩემი როლიც ამ მიღწევაში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაა.

სწორედ ეს არის ნებისმიერი მასწავლებლის მოწოდება, რომ მიაღწიოს საწადელს, გახადოს  მოსწავლე თავდაჯერებული და მოტივირებული.

მთელ დისველის კოლექტივს ვულოცავთ დღევანდელ დღეს, მოლოცვას უერთდებიან მე-8 კლასის მოსწავლეები ინგლისური ენა-ლიტერატურის პედაგოგის,  ნინო დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით და წარმოგიდგენთ საკუთარი ძალისხმევით შექმნილ მოლოცვის ტექსტით გაფორმებულ პლაკატებს. ეს არის ერთგვარი სიყვარულისა და სითბოს გამოხატვა თქვენ მიმართ, დისველის პედაგოგებო!“-წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება