სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

1 ოქტომბრიდან უმაღლესების ნაწილი სწავლას აუდიტორიაში განაახლებს - მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს აუდიტორიებში დაბრუნების გეგმა გააცნო
26-09-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათთან სასწავლო პროცესის საუნივერსიტეტო სივრცეში გაგრძელების დეტალები განიხილა. მისი თქმით, უნივერსიტეტების ნაწილი 1 ოქტომბრიდან სწავლას აუდიტორიიდან გააგრძელებს.

როგორც მიცკევიჩმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა თელავისა და ახალციხის უნივერსიტეტებთან ერთად 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს სააუდიტორიო სივრცეში გორის უნივერსიტეტიც განაგრძობს.

სტუდენტებთან შეხვედრაზე ნუნუ მიცკევიჩმა სასწავლო ფორმატთან დაკავშირებული საკითხები განიხილა და მათ სააუდიტორიო სივრცეებში დაბრუნების გეგმა გააცნო.

„ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით განპირობებული. გადაწყვეტილებას არადისტანციურად სწავლის გაგრძელების შესახებ მივიღებთ ეტაპობრივად, თანდათანობით, როგორც ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე მთლიანად უნივერსიტეტების შემთხვევაში. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, ამ სემესტრის განმავლობაში, უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე აუდიტორიებში გააგრძელებს სასწავლო პროცესს", - აღნიშნა მიცკევიჩმა.

იხილეთ ასევე: სტუდენტები ონლაინ-სწავლებას აპროტესტებენ

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება