სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტები ონლაინ-სწავლებას აპროტესტებენ
25-09-2020
-
+


სტუდენტური ომბუდსმენის წევრებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს, რითიც უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელება გააპროტესტეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თაკო მეტრეველმა განაცხადა, სტუდენტები 1 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის მიხედვით, სწავლის აუდიტორიებში დაწყებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება.

"დღეს სტუდენტური ომბუდსმენი განათლების სამინისტროსთან მოვედით და განათლების მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებას ვაპროტესტებთ, რომელმაც თქვა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგაც სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. მათ 2 კვირის წინ შეხვედრაზე გვითხრეს, რომ 1 ოქტომბრიდან სწავლა ჩვეულ რეჟიმში დაიწყებოდა, რადგან ყველა უნივერსიტეტი მზად იყო ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უამრავი კითხვა დავუსვით პანდემიასთან დაკავშირებით, ინფიცირებულთა სტატისტიკის გაზრდასთან დაკავშირებით, მაინც გვითხრეს, რომ 1 ოქტომბერს დაიწყებოდა სწავლა და ყველა სტუდენტმა, მათ შორის, პირველკურსელებმაც იცოდნენ, რომ სწავლა დაიწყებოდა 1 ოქტომბერს და ამის ფონზე გუშინ გამოვიდა განათლების მინისტრი და გააკეთა სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. სწორედ ამიტომ, ჩვენ, სტუდენტები მოვედით განათლების სამინისტროსთან და მივმართავთ მინისტრს, რომ მისი პასუხისმგებლობაა იზრუნოს სტუდენტებზე. ჩვენი მოთხოვნაა აუდიტორიებში სწავლა აღდგეს ყველა რეკომენდაციის დაცვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გაცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს ვაანონსებთ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში",-განაცხადა თაკო მეტრეველმა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილე სტუდენტების წარმომადგენლები განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე იმყოფებიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება