სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით ნიჭიერი მხატვარი დისველის საჯარო სკოლიდან, რომლის ნახატებიც სულს აფორიაქებს
22-09-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლა ირინა შაინიძეს წარმოგვიდგენს, რომლის ნიჭსაც ფრთები სწორედ მშობლიურ სკოლაში შეესხა, დაიწყო ხატვა, სამომავლო პროფესიაც განსაზღვრა და უმაღლესი მწვერვალების დაპყრობისთვის ემზადება.

დისველის საჯარო სკოლა, ბევრი მოწინავე შეგირდის  გამზრდელი კერაა. მის წიაღში უამრავმა მოსწავლემ აიდგა ფეხი, გაშალა ფრთები და ასახელა აღმზრდელი, როგოც პედაგოგი ასევე  საგანმანათლებლო ტაძარი. მოგეხსენებათ რომ, სამხატვრო ეიფორია, ალამაზებს გონებას, სულს. მასზე აგებული შეხედულების მრავალფეროვნება კი , ერთმნიშვნელოვნად დიდ როლს ასრულებს მოსწავლის აღზრდა-განვითარებაში. სწორედ ასეთ სულიერ საზრდოს გვიზიარებს დისველის სკოლის მოსწავლე, ხუთი სამაგალითო დედმამიშვილიდან, გამორჩეული  სამხატვრო იდეოლოგიითა და ქმედებით, ირინა შაინიძე.მის შემოქმედებას დიდი ხანია ვადევნებ თვალ-ყურს და მეამაყება, რომ უდავო ნიჭის განვითარება, ასაკთან ერთად, ვითარდება, წარმოსახვასთან ერთად იხვეწება და გადადის სიმაღლის ზენიტში. მომწონს ფერთა შეხამება, რომელიც მოსწავლის აღქმაში იბეჭდება, ვლინდება და ყალიბდება . ესაა ერთგვარი სიკეთე, სიყვარული დიდი და უზომო გრძნობა, რომლის წიაღშიც ყალიბდება შემოქმედი.

„ოთხი წელია ვხატავ და მომწონს ეს პროცესი. შემოქმედებითი  სწრაფვა, შთამაგონა ცნობილი  მხატვრების ფერთა იდეოლოგიურმა შეხამებამ. რომელთა  მრავალფეროვნებამ მიმიზიდა და დამატყვევა.დასაბამი მისცა ჩემს მომავალი პროფესიის აღმოცენებას.რაც განისაზღვრება,სკოლის დასრულების მერე,  სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებით.ეს კი, მაძლევს საშუალებას,  სერიოზულად და მთელი ძალისხმევით მოვეკიდო ჩემს საყვარელ საქმეს.ვოცნებობ,  ჩემი შემოქმედება გაიცნოს ფართო საზოგადოებამ. დარწმუნებული ვარ, წარმატებისკენ მიმავალი გზა რთული და საინტერესო  ხედვაა, რომელის ფარგლებშიც უამრავ პროექტში შევძელი მიმეღო მონაწილეობა, მომეწყო გამოფენა და დამეპყრო გარკვეული მოყვარულთა გული. ამ ყველაფერს კი ჩემი საყვარელი სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის გარეშე ვერ შევძლებდი, განსაკუთრებით მსურს გამოვყო დისველის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ედნარი აბულაძე. მას დიდი შრომა მიუძღვის ჩემი წარმატებული შემოქმედების განვითარებაში.  ჩემს სკოლას ვუსურვებ ბევრ ასეთ უანგარო ძალისხმევას,  რომელიც სიკეთის ფერებით შემუსრავს ცხოვრების ერთგვაროვან წნეხს“, - აღნიშნავს ირინა შაინიძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება