სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ მოამზადოთ მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებისთვის დიდხნიანი პაუზის შემდეგ - რჩევები მშობლებს
31-01-2021
-
+


სკოლების უმრავლესობა იხსნება - მოსწავლეები სწავლას, კორონავირუსის საპრევენციო ახალი წესებით, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. 

როგორ მოამზადოთ მოსწავლეები სასკოლო ცხოვრების ახალი რეალობისთვის? - გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ, თქვენს შვილებს გამოადგებათ:

შეახსენეთ ჰიგიენის წესები. უპირველეს ყოვლისა, გასაგებად განუმარტეთ, რისთვის უნდა დაიბანოს ხელები და დაიცვას სოციალური დისტანცია. თუ ბავშვს წესები არ ესმის, ის მას არ დაიცავს. უკეთესია ყოველდღიურად საკუთარ მაგალითზე აჩვენოთ ჰიგიენის მნიშვნელობა. შესაძლებელია სპეციალურად ბავშვებისთვის კორონავირუსის შესახებ შექმნილი მულტფილმების ჩვენება. 

მოსწავლე უსაფრთხოების აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყავით. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში სადეზინფექციო საშუალებები იქნება, უკეთესია თუ მოსწავლეს პირადი ანტისეპტიკური საშუალებით აღჭურავთ. ყოველ დღე ზურგჩანთაში ახალი პირბადე ჩაუდეთ. ეს განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, თუ ბავშვი სკოლამდე და უკან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა მივიდეს.

საჭიროების შემთხვევაში დარჩით სახლში. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევს ან ბავშვს რესპირატორული დაავადებების ნიშნები აქვს, დარჩით სახლში და მიმართეთ სპეციალისტს. არ გარისკოთ სხვა ბავშვების და მასწავლებლების ჯანმრთელობით.

იყავით მზად ციფრული ჩართულობისთვის. ფიზიკური კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობას მოსდევს ის, რომ სოციალური კონტაქტების ნაწილი დისტანციურ ფორმატში გადადის. ამიტომ მოსწავლეები ციფრული ჩართულობისთვის უნდა მზად უნდა იყვნენ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება