TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა ჩავაცვათ მოსწავლეს სწავლის პირველ დღეს კორონავირუსის პირობებში - რჩევები მშობლებს
14-09-2020
-
+


ახალი სასწავლო წელი იწყება, ზოგან დისტანციურად, ზოგან კი საკლასო ოთახებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეებს სჭირდებათ ახალი სასკოლო სამოსი.

სასკოლო ტანსაცმელი ბავშვს ნახევარი დღე უნდა ეცვას, ამიტომ ის უნდა იყოს - უსაფრთხო, მოსახერხებელი, ხარისხიანი და ნატურალური მასალისგან შეკერილი. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი ქსოვილი კორონავირუსის ეპოქაშიც საუკეთესო არჩევანია. კანადელ მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ბამბის ქსოვილისგან დამზადებულ ტანსაცმლს შეუძლია COVID-19-ით დაინფიცირების შესაძლებლობა შეამციროს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოს და მანიტობას უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ 100%-იან ბამბის ქსოვილზე ვირუსი ერთ დღეში დეგრადირდება. ასე, რომ სუფთა ბამბის სამფენიან მაისურს ისეთივე დაცვის დონე აქვს, როგორც ქირურგიულ ტანსაცმელს. ამიტომ უპირატესობა ბუნებრივ ქსოვილისგან დამზადებულ სამოსს მიანიჭეთ. 

რა ჩავაცვათ მოსწავლეს სწავლის დაწყების პირველ დღეს? - ალბათ, ეს საკითხი ბევრ მშობელს აწუხებს. მართალია სკოლებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ღონისძიებები აიკრძალა და მოსწავლეები სწავლას საზეიმო მიღების გარეშე დაიწყებენ, მნიშვნელოვანია ამ დღეს მოსწავლეს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნათ, განსაკუთრებით თუ თქვენს პირველკლასელს სკოლაში პირველად უშვებთ, ამიტომ მისთვის პირველი სასკოლო დღე მეტად დასამახსოვრებელი რომ იყოს საზეიმო და ნათელ ფერებში შემოსეთ. 

თუ სასწავლო დაწესებულებაში ფორმა არსებობს, პირველ დღეს მოსწავლე სწორედ მას მოირგებს, იმ შემთხვევაში კი თუ მკაცრი წესები არ მოქმედებს, მაშინ ფართო არჩევანი გაქვთ. ამასთან, როგორც პირველი დღის, ისე მთელი წლის სასკოლო ტანსაცმლის შერჩევისას, მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ პირველკლასელებს, 6-7 წლის ასაკში უკვე საკუთარი გემოვნება აქვთ და ამიტომ ტანსაცმელი პირველ რიგში მათ უნდა მოსწონდეთ. 

გარეგნული ისერსახე წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსკლასელებისთვის, ისინი ხომ სკოლაში 6-თვიანი წყვეტის შემდეგ ბრუნდებიან და ეს მათთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საზეიმოა, ამიტომ არჩევანში ნუ შეზღუდავთ. 

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებით მოსწავლეებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, მათ შორის, ერთ-ერთი სკოლაში თმის შეკვრას მოიაზრებს. ამიტომ ამ წესის შესრულება არ დაგავიწყდეთ და შვილს სკოლაში თმაგაშლილს ნუ გაუშვებთ. 

გთავაზობთ სასკოლო ტანსაცმლის შერჩევის მარტივ წესებს:

ნაჭერი - სკოლის ტანსაცმლის არჩევისას, რა თქმა უნდა, უპირატესობა მიანიჭეთ, სამოსს, რომელიც ნატურალური მასალისგან არის შეკერილი. სინთეტიკის ხანგრძლივი ტარება მოსწავლის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რადგან ხელოვნური მასალისგან დამზადებულ ტანსაცმელში სხეული „არ სუნთქავს“, ამიტომ, შესაძლოა გაჩნდეს ალერგიული რეაქცია, მათ შორის - სუნთქვის გართულება და გამონაყარი. გარდა ამისა, სინთეტიკურ ტანსაცმელში ბავშვი მუდმივად გაოფლიანდება და შესაბამისად ორპირში ყოფნისას გაცივდება. განსაკუთრებით ეს ეხება პერანგებს, რომელიც ბავშვის სხეულს პირდაპირ ეხება. კარგია, თუ ნაჭრის შემადგენლობაში ელასტინი იქნება. ასეთ ტანსაცმელში ბავშვი თავს უფრო თავისუფლად იგრძნობს.

ზომა - არ უყიდოთ ბავშვს დიდი ზომის ტანსაცმელი, იმ მიზნით, რომ მომავალ წელსაც ჩააცვამთ. რა თქმა უნდა, ზუსტი ზომის აღებასაც აზრი არ აქვს - ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან.

მაგრამ თუ თქვენ ირჩევთ ტანსაცმელს, ზომაში სერიოზული მარაგით, ბავშვი ასეთ ტანსაცმელში თავს არაკომფორტულად იგრძნობს და ამასთან, ულამაზოც იქნება. ამასთან, ბავშვები იმდენად აქტიურები არიან, რომ იმაზე ადრე გაცვეთენ სამოსს, ვიდრე ტანსაცმლის ზომამდე გაიზრდებიან.

კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის გამო ზოგიერთი მშობელი არ რისკავს და სასკოლო სამოსის შესაძენად ინტერნეტმაღაზიებს იყენებს, ამიტომ იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ ზომა, აუცილებელია მოსწავლის სიმაღლის, გულმკერდის და თეძოს გარშემოწერილობის გაზომვა. სწორედ ეს პარამეტრებია მითითებული ტანსაცმლის ეტიკეტზე.

ფერი - სკოლის ტანსაცმლის ფერის არჩევისას, გაითვალისწინეთ, რომ პასტელური და მუქი ფერები უფრო მოსახერხებელია. მასზე ლაქა არ შეიმჩნევა და მარტივად არ ხუნდება. 

ფსიქოლოგების აზრით, კი მწვანე და ლურჯი ფერი ტვინის მუშაობას ააქტიურებს, შინდისფერი კი დისციპლინისა და თავდაჯერებულობის ხელშემწყობია, ნაცრისფერი კი დამამშვიდებლად მოქმედებს. 

ხარისხი - ტანსაცმლის შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ შეკერვის ხარისხს: რამდენად სწორია ნაკერი. წაიკითხეთ მწარმოებლისა და მისი მოვლის შესახებ ინფორმაცია. ხარისხიანი სკოლის ტანსაცმელი გარეცხვისას არ იწელება და არ „დგება“.

ფეხსაცმელი - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის არჩევას. შეეცადეთ უპირატესობა მიანიჭეთ ტყავის, ნატურალურ ფეხსაცმელს, რადგან მისი ტარება ბავშვს ნახევარი დღის მანძილზე მოუწევს და ამ ფეხსაცმლით ირბენს შესვენებებზე.

არ შეარჩიოთ ვიწრო, მჭიდრო ფეხსაცმელი. თუ ბავშვი ბრტყლეტერფიანია, ყურადღება მიაქციეთ ორთოპედიულ მოდელებს.

იხილეთ ასევე: მოსწავლეებს ახალი დრესკოდი დაუწესდათ - რა წესებს უნდა დაემორჩილონ მომავალი სასწავლო წლიდან

როგორ უნდა ეცვას მასწავლებელს? - რჩევები, რომლებიც ბავშვების კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიება შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო და მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა

გამოფენა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სასკოლო უსაფრთხოების საკითხებზე

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ბუნებაზე ზრუნვა მათი ყოველდღიურობის ნაწილია

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება