სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ დავეხმაროთ შვილს 6-თვიანი წყვეტის შემდეგ სასკოლო რიტმს დაუბრუნდეს - რჩევები მშობლებს
14-09-2020
-
+


6-თვიანი წყვეტის შემდეგ სკოლების ნაწილი სწავლას საკლასო ოთახებში ანახლებს. მიუხედავად ახალი წესებისა, როლებიც კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა შეიმუშავეს, საკლასო ოთახებში დაბრუნება ახარებს ყველას - როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს და რა თქმა უნდა, მათ მშობლებს.

მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში ბავშვები სასწავლო რიტმს გადაეჩვივნენ. როგორ დავეხმაროთ შვილს დაუბრუნდეს სკოლის რიტმს და დაიწყოს დაიწყოს სასწავლო წელი ნაყოფიერად?

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ისე დაგეგმოთ სასწავლო პროცესი, რომ მოსწავლეს სწავლის სურვილი გაუღვივით. 

შვილთან ერთად სასწავლო წლის მიზნები განსაზღვრეთ 

მოსწავლის მოტივაციისთვის, მნიშვნელოვანია აუხსნათ, თუ რაში სჭირდება სწავლა. გაესაუბრეთ მას და გაიგეთ, თავად რას ელის სასწავლო წლისგან.

ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ?(დამამთავრებელი კლასის შემთხვევაში) - ეს კარგის ნიშანია და ნიშნავს, რომ მოზარდს უკვე აქვს გარკვეული მოტივაცია. მშობლის ამოცანაა ასეთ დროს მას ხელი შეუწყოს - მოძებნოს რეპეტიტორი ან უფასო რესურსები, რომელიც მოსწავლეს ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

სულ სხვაა, როდესაც ბავშვი სასწავლო წლისგან არაფერს ელის.

როგორც წესი ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მოსწავლე ვერ ხედავს ცხოვრების რეალურ მიზნებსა და სწავლას შორის კავშირს. ასეთ დროს მშობელი უნდა ჩაერთოს საქმეში და მას პროფესიული მიზნების შესახებ გაესაუბროს.

ჰკითხეთ რა აინტერესებს? რა მოსწონს? შესაძლოა, ეს უნარები უნდა განვავითაროთ. 

მნიშვნელოვანია ბავშვს განუმარტოთ, რომ სწავლა მომავლის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. 

მოაწყვეთ სასწავლო გარემო

ამ დროის მანძილზე მოსწავლე მიეჩვია, რომ საკუთარ ოთახში არა მხოლოდ სწავლობს, არამედ ერთობა, Zoom-ით მეგობრებთან ურთიერთობს და ა.შ.  

თუ ერთსა და იმავე ადგილზე გამუდმებით ერთობი, მაშინ იმავე ადგილზე სწავლა საკმაოდ რთულია. ამიტომ მოზარდს უნდა ჰქონდეს კუთხე - მაგიდა და სკამი, სადაც მხოლოდ გაკვეთილების მომზადებით დაკავდება.

როგორ გავუკეთოთ ორგანიზება სასწავლო გარემოს? მაგიდაზე არ უნდა იყოს არაფერი ზედმეტი - მოაშორეთ სამაგიდო თამაშები, უსარგებლო ქაღალდები, ძველი რვეულები და სახელმძღვანელოები. აი ტელეფონი კი შესაძლოა გამოგადგეთ, თუ მას სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენებთ. ყველაფერი ის, რაც მოზარდს სწავლას მოწყვეტს, უნდა იყოს სასწავლო გარემოს გარეთ.

დაეხმარეთ განრიგის შედგენაში

იმისთვის რომ ბავშვს ახსოვდეს დატვირთვის მოცულობა და თავს კომფორტულად გრძნობდეს, საჭიროა შეადგინოთ კვირის განრიგი და აღნიშნოთ, რა დროს იქნება მოსწავლე დაკავებული სხვადასხვა საქმიანობით.

აუცილებლად დარწმუნდით, რომ ბავშვს პირადი საქმეებისთვის დრო რჩება.

პირადი საქმეების არარსებობა მოტივაციას დააკარგვინებს: თუ ბავშვმა წინასწარ იცის, რომ გვიანობამდე სახელმძღვანელოებთან ჯდომა მოუწევს, უსაქმურობის სურვილი სწავლის სურვილს გადაწონის.

და პირიქით, თუ მოზარდს ეცოდინება, რომ 19:00 საათზე ის რვეულებს დახურავს და გააკეთებს იმას რაც მოესურვება, იგი მოტივირებული იქნება და საშინაო დავალებას რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდება. 

უყიდეთ სასიამოვნო „სასკოლო წვრილმანები“

ახალი ნივთები, კანცელარია, სასკოლო ჩანთა . თუ შარშანდელი ჩანთა ახალს ბევრით არ ჩამორჩება, ძველი კალმები კი სრულიად საკმარისია, მაინც უყიდეთ ახალი. ახალი საკანცელარიო ნივთების შეძენა მოსწავლეს გუნება-განწყობას ამაღლებს და სკოლაში დაბრუნებას უფრო სასიამოვნოდ აქცევს.

მიეცით ადაპტაციისთვის დრო

ნუ მოსთხოვთ მოსწავლეს სექტემბერშივე ზედმეტად ბევრს. მიეცით მოზარდს მიეჩვიოს სასწავლო რეჟიმს, განრიგს და სკოლის რიტმს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება