| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმსა და ქობულეთში სწავლა დისტანციურად განახლდება, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკვე განაცხადა, როგორც გვარწმუნებენ, საქართველოს დანარჩენ სასწავლო დაწესებულებებში, სწავლის გადადება არ იგეგმება და სკოლები, დაპირებისამებრ, 15 სექტემბერს გაიხსნება.
უკვე ცნობილია ის რეკომენდაციებიც, რომელთა შესრულებაც სკოლებს მოუწევთ და ისიც გადაწყვეტილია, სწავლების ჰიბრიდულ მოდელს აირჩევენ თუ სპეციალურ გრაფიკს ისე შეადგენენ, ყველა მოსწავლემ სკოლაში ყოველდღიურად იაროს. ასეთ შემთხვევაში, როგორც გავარკვიეთ, სწავლა სხვადასხვა დროს დაიწყება, გაკვეთილის ხანგრძლივობაც, 45-ის მაგივრად 30-35 წუთი იქნება და ქედან გამომდინარე სკოლის ზარი შესვენებისთვის არ დაირეკება, რადგან თუ ერთ კლასს შესვენება მოუწევს, მეორე სწორედ იმ დროს შევა გაკვეთილზე.
ასე რომ, გაკვეთილის ხანგრძლივობა საგნის მასწავლებლებმა უნდა აკონტროლონ და თავად გადაწყვიტონ, როდის დარეკონ წარმოსახვითი ზარი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა