სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

აუნაზღაურდებათ თუ არა ახალი მოვალეობები სკოლის თანამშრომლებს, რომლებსაც რეკომენდაციების გამო ფუნქციები ეზრდებათ?
08-09-2020
-
+


ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულმა რეკომენდაციებმა სკოლების ადმინისტრაციები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. კერძოდ, რთულად შესასრულებელია (განსაკუთრებით მრავალმოსწავლიან სკოლებში) სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, რადგან დამლაგებლებმა ყოველ დასვენებაზე (ან ყოველი დასვენების შემდეგ) სველი წერტილები უნდა დაალაგონ, ასევე ორ და სამცვლიან სკოლებში სანამ მომდევნო ცვლის გაკვეთილები დაიწყება საფუძვლიანად უნდა დასუფთავდეს თითოეული საკლასო ოთახი და დერეფანი.

პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის მიუხედავად 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში, სკოლებში განახლდება. ამჯერად, საჯარო და კერძო სკოლებს შრომის ინსპექცია ამოწმებს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თმით, არსებული რეკომენდაციების მიზანი არაა საჯარიმო სანქციები არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე, თუმცა იმ შემთხვევაში თუ გადაცდომები დაფიქსირდება, დაიხურება სკოლები, გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები და შემოწმდება სანიტარული ნორმები.

ახალი სასწავლო წლიდან, გარდა დამლაგებლებისა, ფუნქციები ეზრდებათ დამრიგებლებს, ასევე სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მათ მოუწევთ სკოლაში შემსვლელთა თერმოსკრინინგი, სასადილოებთან რიგის კონტროლი, სანიტარული ნორმების შემოწმება და ა.შ.

აუნაზღაურდებათ თუ არა ახალი მოვალეობები სკოლის თანამშრომლებს, რომლებსაც რეკომენდაციების გამო ფუნქციები გაეზრდებათ? - ამ კითხვით საჯარო სკოლების დირექტორებს მივმართეთ.

დირექტორთა ნაწილი დამლაგებლებისთვის ხელფასების გაზრდას გეგმავს, ზოგიერთი დირექტორი ბონუსების გაცემას აპირებს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ სასკოლო ბიუჯეტი ვერ გაწვდება დამატებით ხარჯებს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი დამლაგებლები ძალიან ყოჩაღები არიან და თავი უნდა გაართვან, მაგრამ იმდენად მცირე არის ანაზღაურება, ალბათ, დამატებით წახალისება მოგვიწევს. ისედაც ორჯერ ალაგებდნენ სკოლას და ახლა მოუწევთ, ფეხზე იდგნენ ყოველ დასვენებაზე და ცვლებს შორის პერიოდში. დამლაგებლების საკითხი ნამდვილად იქნება პრობლემა, რადგან შრომა მოუწევთ ძალიან ბევრი. ერთი ადამიანი რამდენად გასწვდება ყველაფერს თითო სართულზე, ცოტა რთული წარმოსადგენია“.

„5 დამლაგებელი იმუშავებს ჩვენთან. ჩვენს დამლაგებლებს ხელფასი მეტი აქვთ, ვიდრე სხვა სკოლებისასშაბათობითაც მუშაობენ. ანუ მათი სამუშაო დრო 6-დღიანია და არ გვგონია, რომ სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით რაიმე პრობლემა შეგვექმნება“.

„დამლაგებლების დამატება კარგი იქნება, თუმცა საშტატო ერთეულით მეტს ვერ მოვითხოვთ, იმიტომ რომ ვაუჩერი ვერ უძლებს მათ ანაზღაურებას, ვერც ხელფასებს გავზრდით, სამწუხაროდ“.

„თუ ორმაგად დაიტვირთებიან დამლაგებლები, რა თქმა უნდა, ანაზღაურების გაზრდაც მომიწევს, საერთოდ თუ შეძლებენ ასეთ რეჟიმზე მუშაობას, მე ეს საკითხი უფრო მაწუხებს“.

„არსებული შტატი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას, ხელფასს ვერ გავუზრდით, თუმცა, სავარაუდოდ, დავამატებთ დამლაგებლებს“.

ფუნქციები ეზრდებათ დამრიგებლებსაც, დირექტორთა ნაწილი დამრიგებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ავალებს სკოლაში შემსვლელთა თერმოსკრინინგს, ასევე სასადილოებთან რიგის კონტროლს, საკლასო ოთახების სისუფთავის მონიტორინგს, სიცხიანი პირებისთვის საიზოლაციო ოთახის კონტროლს. კითხვაზე, მოემატებათ თუ არა დამრიგებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამატებითი საქმიანობისთვის ანაზღაურება, დირექტორები გვპასუხობენ, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ვითარება ახალი გამოწვევაა მათთვის და სკოლის თანამშრომლებმა ეს პრობლემა გუნდურად უნდა მოაგვარონ, ამისთვის დამატებითი ანაზღაურება არ არის გათვლილი, რადგან მასწავლებლები ხელფასებს მხოლოდ საგაკვეთილო საათების მიხედვით იღებენ.

„დამრიგებლები რაღაც ფუნქციებს აიღებენ საკუთარ თავზე. ჩვენთან სიცხესაც დამრიგებლები გაუზომავენ ბავშვებს, ეს ფუნქცია მათ გადაუნაწილდებათ. მხოლოდ ექიმი ვერ გაუმკლავდება ამ საკითხს“.

„სიცხის გაზომვისთვის გვყავს დარაჯი, 3 მანდატური და მორიგე მასწავლებელი“.

„თუ დამლაგებლები ვერ გაუმკლავდებიან დასუფთავების საკითხს, მოგვიწევს ადმინისტრაციის თანამშრომლები და დამრიგებლები ჩავერთოთ და ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კლასების დასუფთავებაში, დამლაგებლებმა კი სველ წერტილებს მიხედონ“.

„მე სასადილოებთან რიგის კონტროლი ძალიან მაფიქრებს, იმასაც ვერ ვიზამთ, რომ სულ დავხუროთ საკვები ობიექტი. რიგში დისტანციის დაცვას სავარაუდოდ, დამრიგებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაერთვებიან, როგორმე უნდა გადავინაწილოთ ფუნქციები“.

იხილეთ ასევე: დამლაგებლების არსებული შტატი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას - რა საფრთხეებს ხედავენ სკოლის დირექტორები ახალ რეკომენდაციებში?

რა ფუნქციებს შეითავსებენ დამრიგებლები ახალი რეკომენდაციებით?

იქნება თუ არა შაბათი სასწავლო დღე და გაიხსნება თუ არა სკოლებში ბუფეტები? - დირექტორების კომენტარები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება