სიახლეები
სამასწავლებლო

რას ურჩევენ დირექტორები პირველკლასელთა მშობლებს? - რისთვის უნდა მოამზადოთ ბავშვი სკოლაში შესვლის წინ
08-09-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები განსაკუთრებულად ელოდებიან სკოლაში მისვლის პირველ დღეს. ყველაზე განსხვავებული კი პირველკლასელების მოლოდინია, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ.

როგორ მოვამზადოთ პირველ კლასში შესასვლელად ბავშვი? რას ურჩევენ დირექტორები მშობლებს? - გთავაზობთ დირექტორების რჩევებს:

თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე ფუტკარაძე:

„პირველკლასელთა მშობლებს, პირველ რიგში, ვურჩევდი, ბავშვი სასწავლო წლისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებული იყოს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ბაღის აღსაზრდელი იყო ან სკოლამდელ სწავლებას გადიოდა, იქ ასეთ საკითხზე ბევრს მუშაობენ - გადიან დაწყებითი კლასების საწყისი პროგრამის გარკვეულ ნაწილს. სასურველია, ჰიგიენური თვალსაზრისითაც პატარა ინსტრუქტაჟი ჩაუტარონ მშობლებმა ბავშვებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, კომუნიკაციისთვის მოამზადონ, ზოგს ბაღი არ აქვს გავლილი და თანატოლებთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს. მშობლებმა, ძირითადად, ურთიერთობისთვის უნდა შეამზადონ ბავშვები, სხვას ვერაფერს მოვთხოვთ მშობელს. დანარჩენი პედაგოგის ოსტატობაზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავს ბავშვის ინტელექტუალურ, სოციალურ თუ სხვა მონაცემებსა და უნარ-ჩვევებს. 

დასაწყის ეტაპზე ბავშვებისთვის ჯერ სკოლის გარემო ახალია, შეგუება უნდა მოხდეს, მეორე სემესტრიდან კი ვურჩევდი ყველა პირველკლასელს, ჩაერთონ izrune.ge-ში. მათ საჭირო უნარები მეორე სემესტრიდან უკვე გამომუშავებული ექნება. მე ძალიან მომწონს ეს პროექტი, ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული მასში“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი:

„მასწავლებლები სახალისო აქტივობებით და საინტერესოდ დაგეგმილი გაკვეთილებით დახვდებიან პატარებს. საკუთარ შვილს ვინ როგორ უნდა შეუმსუბუქოს ახალი ეტაპი და სასწავლო წლის დაწყება, ეს ინდივიდუალურია. მშობელმა უფრო კარგად იცის თავისი შვილის ხასიათი. პულსზე უნდა ჰქონდეს ხელი სკოლასთან ურთიერთობისას და ყველაზე მეტად ამ ეტაპზე რაც გვჭირდება, არის უსაფრთხოების ყველა ზომა, რაც დასაცავია სკოლისა და ჯანმოს რეკომენდაციებიდან, ეს არის ამ წუთას პრიორიტეტი. დანარჩენი ყველაფერი დალაგდება. ეს არის ადაპტაციის მომენტი, რომელსაც ყველა გავდივართ, როდესაც რამე ახალს ვიწყებთ. მთავარია, ყველაფერი იყოს უსაფრთხოდ, დანარჩენს მშობელიც და სკოლაც უზრუნველვყოფთ, რომ ბავშვებმა კომფორტულად და სახალისოდ დაიწყონ ახალი სასწავლო წელი.

მასწავლებელი პირველკლასელებს შეხვდება ღიმილითა და სითბოთი, ინფრასტრუქტურაც კლასში იქნება სადღესასწაულო. გაცნობის სიტუაცია იქნება ასევე სახალისო, მაგრამ თუ მშობელი არ დაგვეხმარა ბავშვის ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლების განსაზღვრაში, ცხადია, ჩვენ გაგვიჭირდება. ჩვენი მხრიდან ჯერ უსაფრთხოებაა მთავარი სასწავლო პროცესში, რომ ბავშვი აბსოლუტურად დაცული იყოს ყველანაირი პრობლემისგან ჯანმრთელობის მხრივ.

გარდა ამისა, ჩვენ მოსწავლეებს ყოველთვის ვუხსნით, რომ არსებობს ძალიან კარგი პროექტი ტესტებთან და ცოდნასთან დაკავშირებით, ესაა izrune.ge. მომწონს ამ პროექტში წახალისების საკმაოდ ადაპტირებული და მოსაწონი მეთოდი, კეთილი სურვილები და სითბო მოდის. ესაა ის, რომ ბავშვი თავის პოზიციას ამყარებს, ინტერესი და მოტივაცია უჩნდება, მშობელს უხარია შვილის აქტიურობა, ამიტომ მშობლებს ვურჩევთ, ბავშვი ჩართონ პროექტში და ყველა ეტაპზე მიიღონ ინფორმაცია შვილების ცოდნაზე“.

წალკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა წიკლაური:

„მშობლებს ვურჩევდი, ჯერ ფსიქოლოგიურად მოამზადონ პატარები, რომ განცდა არ ჰქონდეთ ან ძალიან დიდი მოლოდინის ან იმედგაცრუების. შეამზადონ, რომ გართობასთან ერთად დრო დაუთმონ სწავლას.

ჩვენი სკოლა izrune.ge-ს პროექტშია ჩართული. პირველკლასელებიც ნელ-ნელა ერთვებიან ხოლმე ამ პროექტში. კარგია რომ izrune.ge-ს გათვალისწინებული აქვს ის საკითხიც, რომ ბავშვებმა დასაწყისში ანბანი არ იციან და სურათებით უფრო სახალისოა მათთვის კითხვების დასმა. მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმონ პირველ კლასში ბავშვის სწავლებას. დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის მხარდაჭერას მოსწავლისთვის, არ უნდა დაიზარონ და გვერდით უნდა დაუსხდნენ, ბავშვი თუ რამეს შეეკითხება, არ მცალიაო არ უნდა უპასუხონ, რადგან ბავშვს მაშინ უნდა პასუხი, როდესაც კითხვას სვამს. უფრო მომთმენები იყვნენ ბავშვების მიმართ მშობლები“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაკაშიძე:

„მშობლებს ვურჩევ, მოამზადონ შვილები ყველანაირად, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე სხვა ნებისმიერი მიმართულებით და გამოუშვან სკოლაში დროულად. ვურჩევ ჩაერთონ izrune.ge-ს პროექტში, უფრო გაიხსნება ბავშვების გონება, კომუნიკაციის უნარი ნაადრევ ასაკში ჩამოუყალიბდებათ“.

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა კენჭოშვილი:

„პირველ რიგში, მშობლებს წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვეტყვი, რომ ჩვენი სკოლა აირჩიეს. შემდეგ ვურჩევდი, აუცილებლად ყურადღება გაამახვილონ და აუხსნან ბავშვებს, რა აუცილებლობას წარმოადგენს პირადი ჰიგიენის დაცვა, ასწავლონ, იმიტომ, რომ ძალიან პატარები არიან, ჩვენც ჩავუტარებთ ინსტრუქტაჟს და ვასწავლით ხელის სწორად დაბანას, მაგრამ კარგი იქნება თუ მშობლებიც გაამახვილებენ ყურადღებას. თუ გამოატანენ სუფთა სასმელ წყალს სკოლაში რომ მიეჩვიოს ბავშვი თავისი პირადი ნივთების მოწესრიგებას და გამოყენებას.

მათ ასევე აუცილებლად ვურჩევდი, ჩაერთონ izrune.ge-ს პროექტში, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული კლასები, გვყავს „მომავლის კლასიც“ და ონლაინ რეჟიმში კიდევ უფრო კარგად წავიდა მუშაობა და ბავშვების დაინტერესება არ შეფერხებულა, ძალიან კარგი შედეგები დადეს, გახარებულები იყვნენ თავიანთი შედეგებით, იმდენად თვალსაჩინოა იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ნამდვილად ვურჩევდი ჩართვას.“

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გორგაძე:

„მშობლებს ვურჩევ მეტ კომუნიკაციას მასწავლებლებთან, რომ პირველკლასელებმა მარტივად გადალახონ სიახლე. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მიაჩვიონ მეტ დამოუკიდებლობას, ხშირად ესაუბრონ ბოლო დროის გამოწვევაზე, პირადი ჰიგიენის საკითხებზე, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ყველაფერს ხელი არ მოკიდონ და მხოლოდ სასწავლო ნივთებით შემოიფარგლონ. ბავშვები ზოგჯერ გაუცნობიერებლად ეხებიან ხან იატაკს, ხან - კედელს, მართალია, ყველაფერი დასუფთავებული იქნება, მაგრამ მაინც, რომ ჩვევაში არ გადაუვიდეთ.

რა თქმა უნდა, ასევე ვურჩევ izrune.ge-ში ჩართვას. სწავლების პირველ საფეხურზე ბავშვებს განსაკუთრებულად მოსწონთ ტესტირების პროცესი, უფრო აღფრთოვანებულები არიან სწორ პასუხებს როდესაც აფიქსირებენ. უფრო დამოუკიდებლობას აჩვევს ბავშვებს, სახალისო და მამოტივირებელია ისიც, რომ იღებენ სიგელებს. ვფიქრობ, ეს პროექტი მოტივაციის ერთ-ერთი საშუალებაა. ძალიან კარგია ეს პლატფორმა და მასწავლებლებსაც ხელს უწყობს“.

თბილისის N60 საჯარო სკოლის დირექტორი შოთა მალაზონია:

„უნდა შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო გასცემს. ყველაზე მთავარია, რომ თუ მოსწავლეს სიცხე ექნება, არავითარ შემთხვევაში არ გამოუშვან სკოლაში. აუცილებლად მიმართონ სამედიცინო პერსონალს. ჩვენ ყველა შევასრულებთ ამ წესებს და ძალიან მიხარია, რომ პირველკლასელები სკოლაში ისწავლიან და არა ონლაინ რეჟიმში. გარდა ამისა, აუცილებლად ურჩევენ კლასის ხელმძღვანელები მშობლებს, რომ ჩართონ შვილები izrune.ge-ს პროექტში. ჩვენი მასწავლებლები აქტიურად იყენებენ ამ პლატფორმას არაფორმალური განათლების წასახალისებლად“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
პიროვნება
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
 ნებისმიერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ამიტომ პედაგოგმა უნდა შეძლოს და მოძებნოს ამა თუ იმ საქციელის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მოგვარება
ის მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობს, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებს
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
„ძალიან საინტერესო გამოვიდა. საინფორმაციოც იყო და შემეცნებითიც, სასწავლო და ამასთანავე პრაქტიკული დატვირთვის“
სკოლაში ეკოკლუბ „ენგურელების“ ინიციატივით გაიმართა წყლის რესურსების დაცვისა და განახლებადი ენერგიის შესახებ პრეზენტაციები
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება