სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„არ უნდა შევაძულოთ მასწავლებლობა მომავალ თაობებს!“ - ნაზი იოსელიანი, მულახის საჯარო სკოლის პედაგოგი
08-09-2020
-
+


34 წელია მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის და Etaloni.ge-სთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისტანციური სწავლება ვერასოდეს გახდება სწავლების ტრადიციული მეთოდის ანალოგი. ნაზი იოსელიანი იმედოვნებს, რომ უფლის წყალობით, მალე გადაივლის რთული პერიოდი, ადგილობრივი მოსახლეობაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და სულ მალე - 15 სექტემბერს სწავლა განახლდება. თავად ამ დღეს მოუთმენლად ელის და Etaloni.ge-ს საკუთარ ემოციებზეც გულახდილად ესაუბრება.  

- მთელი სულითა და გულით ვემზადებით ახალი, 2020-2021 სასწავლო წლისთვის. ნამდვილად ძალიან გვენატრება სკოლაც და ბავშვებიც... მე, როგორც 34 წლის სტაჟის მქონე პედაგოგს, მიმაჩნია, რომ უშუალო კავშირი ბავშვებსა და მასწავლებელს შორის აუცილებელია და მას ვერასოდეს, ვერაფერი შეცვლის. თუ მოსწავლე შენს აუდიტორიაში არ არის, კონტაქტს უშუალოდ არ ამყარებ მასთან, სულ სხვა შედეგს იღებ და აქ მნიშვნელობა არ აქვს, როგორი პედაგოგი ხარ... მე კი, ცუდი პედაგოგი ნამდვილად არ ვარ.

- მაშინ იმ შედეგზე ვისაუბროთ, რომელიც დისტანციურმა სწავლებამ მოიტანა, ქალბატონო ნაზი?

- ვფიქრობ, შედარებაც არ შეიძლება სწავლების ტრადიციულ მეთოდთან, ესაა ბევრად ნაკლები დონის...

- და როგორ უნდა დავძლიოთ ეს საკითხი?

- მე, პირადად, მინდოდა, ბავშვები მიმეღო  სახლში და ის პროგრამა, რაც სამი თვის გამავლობაში დისტანციურად გავიარეთ, განგვემტკიცებინა. მარტოხელა ქალი ვარ და მაქვს ამის საშუალება, მაგრამ საუბედუროდ, როგორც კი ჩემი იდეის რეალიზება დავიწყე, ჩაგვკეტეს... ისევ შეგვეშალა ხელი, არადა, იანვარშიც კი არ დამისვენია.

- წელს გყავდათ აბიტურიენტები?

- მოსწავლეებისგან ფული არასოდეს ამიღია, ჩემთვის  მთავარი ბავშვია და მე ვარ ადამიანი, რომლისთვისაც ყველა ბავშვი ძალიან ძვირფასია...

- გასახელეს თქვენმა მოსწავლეებმა?

- დიახ, ორი აბარებდა და ორივე ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.

- ახლა ის გვითხარით, მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ?

- პროფესიის არჩევანი განაპირობა ადამიანებისადმი, ბავშვებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა. ვფიქრობ, კარგი პროფესიონალი მაშინ ხარ, როდესაც ყველა ბავშვი მიგაჩნია საკუთარ შვილად, პირველკლასელთან პირველკლასელი ხარ და მეთორმეტეკლასელთან მეთორმეტეკლასელი; თუკი ამას ახერხებ, მაშინ გადიხარ შედეგზე მასწავლებელი.

- მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ სქემაზეც უნდა გკითხოთ, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი და გნებავთ, უკმაყოფილებაც გამოიწვია.

- გავეცანი სქემას და უკმაყოფილოთა შორის მეც ვარ...

- რატომ?

- თუ მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარების საშუალება არ მიეცა, თუ ცოდნა არ მიიტანა ბავშვამდე, მხოლოდ დაჯდა, წერა, წერა და წერა... ასე შედეგზე გასვლა გაგვიჭირდება. ეს ქაღალდომანია არ უნდა დასრულდეს? ყოველგვარ სიახლეს სულ ვეძებ საკუთარ პროფესიაში, მაგრამ ზედმეტად თუ გადავტვირთავთ მასწავლებელს და აღარ მივცემთ ამოსუნთქვის საშუალებას, ვინღა დადგება მომავალი თაობების აღზრდის საქმეში რიგით ჯარისკაცად?! არ უნდა შევაძულოთ მასწავლებლობა მომავალ თაობებს, რადგან ეს ისედაც ძალიან ძნელი, თუმცა ამასთან ერთად, ძალიან ძვირფასი პროფესიაა.

- მაგრამ ახალგაზრდები ნაკლებად ირჩევენ ამ ძვირფას პროფესიას...

- დიდი დატვირთვა აქვს მასწავლებელს, ამიტომ ირჩევენ ნაკლებად და უფრო იოლ სპეციალობებს მიჰყვებიან. დრომ მოიტანა, ეტყობა, რთულია მასწავლებლობა - თუ პედაგოგიკა არ გაიარე, თუ ფსიქოლოგია არ ისწავლე, არაფერი გამოვა... მე ექვსი წელი ვსწავლობდი პედაგოგიკასაც და ფსიქოლოგიასაც, ახლა კი გულს მითბობს როდესაც მშობელი მეუბნება - არ იცით, როგორ უყვარხართ ჩემ შვილსო.  ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი.

- ქალბატონო ნაზი, თუ კვლავ დისტანციურ სწავლებაზე მოგიწიათ გადასვლამ...

- ღმერთმა არ ქნას, ეგ არ გამაგონოთ, ბავშვები დაიღუპებიან!.. იცით, მე მყავს მოსწავლე, რომელიც გაკვეთილის ბოლოს მოდის, დავალება მე უნდა ჩავუნიშნო და შემდეგ თავზე ხელი გადავუსვა - მას ეს სჭირდება და დისტანციური სწავლებისას კი მოსწავლეებს აკლდებათ  სითბო, მზრუნველობა.

- მესტიას ახლაც რთული პერიოდი უდგას, ხელისუფლების თანადგომას თუ გრძნობთ?

- ჩაკეტილები ვართ და ეს დიდი სტრესია. ღმერთმა ქნას, ამ ამბებმა მალე ჩაიაროს. ხელისუფლება კი ნამდვილად გვიდგას მხარში, განსაკუთრებით კი ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელს ვემადლიერებით - იცით, როდესაც ასეთ თანამდებობაზე მიდიხარ, ყველაფერი თავად უნდა გქონდეს გავლილი, ქალბატონი დარეჯან ნიგურიანი კი საუკეთესო მასწავლებელი იყო, ამიტომ ძალიან კარგად იცის მასწავლებლისა და სკოლის მდგომარეობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება