| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

3, 4 და5 აგვისტოს ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XIIა კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა, კლასის ხელმძღვანელ ფიქრია გიორხელიძესთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთში ეთნოტური მოაწყვეს.
მოსწავლეები ესტუმრნენ ევროპის უმაღლეს სოფელს - უშგულს, დაათვალიერეს მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მოილოცეს სვანეთის წმინდა სალოცავები. თავისუფალ დროს მასპინძელი ოჯახის ეზოში მოაწყვეს ინტელექტუალური თამაში - „ყველაფერი სვანეთის შესახებ“, რომელშიც მშობლებიც მონაწილეობდნენ.
ჰეშკილის ჯადოსნური ქოხებისა და ჰაწვალის ულამაზესი ხედების დათვალიერების შემდეგ უკან დაბრუნებულები, ენგურჰესსა და დადიანების სასახლეს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა საქართველოს ულამაზესი კუთხის ნახვით გამოწვეული დაუვიწყარი ემოციები, აღმაფრთოვანებელი ბუნება და სხვადასხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობები ფოტოებზე აღბეჭდეს.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს