სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''სენაკის ეტალონის'' მონაწილეებს მუსიკალური ნომრებით ამხნევებენ
29-09-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს ''სენაკის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება. 

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად სენაკის N7 სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''სენაკის ეტალონ მოსწავლეს'' და ფინალის საპრიზო ადგილის მფლობელ რეზი ხურციას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ''ეტალონის'' ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.  

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში მიმდინარეობს.   

ინტელექტ-შეჯიბრში სენაკის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.  

ღონისძიებას სენაკის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''სენაკის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  

''ეტალონი'' 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.

















კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება