სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნუ წავართმევთ ბავშვებს სიამოვნებას და ემოციებს“- ჭილურტის, შუახევისა და მახალაკიძეების საჯარო სკოლების წარმომადგენლების სასექტემბრო მოლოდინი
03-08-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის და შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელს სასექტემბრო სურვილები გაანდეს.

აღნიშნული სკოლების მოსწავლეთა სრულმა შემადგენლობამ აღნიშნა, რომ სურთ ახალ სასწავლო წელს სკოლაში შეხვდნენ. მათ დაასახელეს ინტერნეტით სწავლის უარყოფითი მხარეები: ინტერნეტის პრობლემაა, მასწავლებლების და თანაკლასელების მონატრება, საკლასო აქტივობები. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ საკლასო ოთახში ახსნილ გაკვეთილებს უკეთესად იგებენ და სწავლაც უმარტივდებათ.

სასექტემბრო მოლოდინებზე თავისი მოსაზრება გამოხატეს შუახევის მუნიციპალიტეტის ფრიდონ მახარაძის სახელობის მახალაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგმა და მოსწავლეებმაც.

„ნუ წავართმევთ ბავშვებს, მშობლებს და მასწავლებლებს სასექტემბრო სამზადისის სიამოვნებას და ემოციებს, სექტემბერი ხომ სკოლასთან ასოცირდება, ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, სასწავლო პროცესი სკოლაში, საკლასო ოთახებში განახლდება“,-აღნიშნა მახალაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანი შაინიძემ და მოსწავლეთა ნამუშევრები გაგვიზიარა.

იხილეთ ფოტოები

მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება