სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტური სტიპენდიები დააწესა
23-07-2020
-
+


დღეს, თბილისში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს მოეწერა ხელი. მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ: ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი  და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. ამ მიზნის მისაღწევად გპფ მზადაა სტიპენდიებით წაახალისოს  სამი უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტ-ახალგაზრდები, რომლებიც ხვალ ქვეყნის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს.

„დღეს, ფონდის ინიციატივით მემორანდუმი გაფორმდა სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტები პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან. ჩვენი ინიციატივის მიზანია კიდევ უფრო წავახალისოთ მასწავლებლის პროფესია და მეტი მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდა მოვიდეს ამ პროფესიაში. ყოველივე ეს კი  ხელს შეუწყობს წარმატებული პედაგოგები გვყავდეს საშუალო განათლების მიმართულებით და გახდეს მასწავლებლის პროფესია  კიდევ უფრო სასურველი,“ - განაცხადა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა. 

მემორანდუმის საფუძველზე უკვე მიმდინარე წლიდან სტიპენდიები გამოიყოფა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში ახორციელებენ  სამეცნიერო მუშაობას.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება