| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პატარებო, დელფინთან უკვე დამეგობრდით. ახლა, დროა დინოზავრები გაიცნოთ, რომლებსაც ბუთქუნა შეგახვედრებთ.
ბუთქუნა და მეგობრები უეცრად უღრან ტყეში აღმოჩნდებიან და ტანზე ცხოველის ტყავი ამოსავთ. როგორ გაგრძელდება მოგზაურობა და როგორი იქნება პატარა მონადირეების შეხვედრა დინოზავრებთან, ამ საინტერესო წიგნში წაიკითხავთ. მანამდე კი მოკლედ, ბუთქუნას შესახებ:
„ბუთქუნა და მეგობრები“ - არის „ეტალონის“ ავტორის გოჩა ტყეშელაშვილის მიერ გამოცემული წიგნების სერია, რომელიც უკვე წლებია პოპულარობით სარგებლობს და ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
ბუთქუნა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც ძალიან უყვარს თამაში და მხიარული თავგადასავლები. ბუთქუს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, რომელთა ნაწილს წინა სერიებში: „ბუთქუნამ ჩიტუნა გადაარჩინა“, „ბუთქუნა - ესტრადის ვარსკვლავი“, „ბუთქუნა მშენებლობაზე“, „ბუთქუნას საჩუქარი“ „ბუთქუნა და დელფინი“ უკვე შეხვდით.
აღნიშნული წიგნების სერია გაყიდვაში აღარ არის, რადგან ტირაჟი სრულად ამოწურულია. სწორედ ამიტომაც, ჩვენი საიტი გაძლევთ შესაძლებლობას, ელექტრონულად გაეცნოთ ილუსტრირებულ წიგნს, წაუკითხოთ თქვენს პატარებს, დაათვალიერებინოთ ნახატები, ამოუბეჭდოთ გასაფერადებლები და მათთან ერთად დრო საინტერესოდ და სასარგებლოდ გაატარეთ.
იხილეთ წიგნის ელექტრონული ვერსია, ჩამოტვირთეთ გასაფერადებლები და დაათვალიერეთ კომიქსები.
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი
4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ ყველას შეახსენა, რომ მეგობრობა, სიკეთე, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა ის ფასეულობებია, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს და სამყაროს უფრო ლამაზსა და კეთილს ხდის
საბუეს საჯარო სკოლა ულოცავს მონაწილეებს წარმატებულ ჩართულობას და უსურვებს შემდგომ წინსვლას ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება