სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბედნიერი ვარ, რომ მშობელმა და საზოგადოებამ უფრო მკაფიოდ დაინახა პედაგოგის შრომა და ენთუზიაზმი“-მულახის საჯარო სკოლის დირექტორმა სასწავლო წელი შეაფასა
13-07-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი გუჯეჯიანი დისტანციურ სასწავლო პროცესზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს და სასწავლო წელს აფასებს:

„2019-2020 სასწავლო წელი ჩემი სასკოლო ცხოვრების გრძელ გზაზე ყველაზე უჩვეულო, რთული და საპასუხისმგებლო გამოდგა. მსოფლიოში COVID-19-ის ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ზოგიერთი პროფესიის ადამიანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ამ პროფესიათაგან ერთ-ერთი მასწავლებელი აღმოჩნდა, რომელთა წვლილი ადრეც ფასდაუდებელი იყო საზოგადოებისათვის, ახლა კი თვალნათელი და აშკარა გახდა. მასწავლებლებს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუხდათ ტრანსფორმირება „ofline“ სივრციდან „online“ სივრცეში. დასამალი არაა, რომ ყველა პედაგოგის მზაობა ტექნოლოგიებში ერთნაირი არ იყო, მაგრამ ისინი დიდი მონდომებით ერთვებოდნენ პროცესებში, თავდაპირველად ეს იყო სატელეფონო და მშობლების ფეისბუქ გვერდებზე პორდაპირი ჩართვები, შემდეგ „თიმსის“ პროგრამაში გათვითცნობიერება, ონლაინ სემინარები და ვებინარები ციფრული უნარებისა ათვისებისა და ონლაინ სწავლების უკეთ წარმართვისთვის. ტელესკოლამ კი საზოგადოებაში მასწავლებლისადმი დამოკიდებულება ერთიორად პოზიტიურად შეცვალა, ეს პროექტი არამარტო მოსწავლეებისთვის არამედ საუკეთესო რესურსი აღმოჩნდა ახალბედა და გამოცდილი პედაგოგებისთვის.

მე, როგორც სოფელ  მულახის საჯარო სკოლის დირექტორი, ბედნიერი ვარ, რომ მშობლებმა, თემის საზოგადოებამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახა მასწავლებლების შრომა და ენთუზიაზმი. თავადაც ჩემი შეხედულებები გადაფასდა და მასწავლებელი ჩემს თვალში წარმოჩინდა არა მარტო თავისი საგნის პროფესიონალი, არამედ ციფრული უნარებისა და დისტანციური სწავლების შესაძლებლობებით აღჭურვილი“-აღნიშნავს დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება