სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდები დაიწყო - საგამოცდო ცენტრები 8 საათზე გაიხსნა, აბიტურიენტები რეგისტრაციას გადიან
06-07-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო და 9 საათზე დასრულდება. ამ წუთებში აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში შედიან. ისინი დისტანციის დასაცავად, სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე დგანან. 

დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ. გამოცდა 9 საათზე დაიწყება და 13 საათზე დასრულდება. ამ საგნის ტესტირება წელს 1 სესიად ჩატარდება. 

გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ესენია:  ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო. 

ყველა ცენტრი აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ამასთან, პანდემიის გამო წელს დამატებითი წესები მოქმედებს. საგამოცდო სექტორებში დამონტაჟებულია კამერები, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსკრინინგის მოწყობილობით, დეზობარიერებით. ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანციაა დაცული.

აბიტურიენტებს პირბადე შესვლიდან საკუთარ მაგიდასთან განთავსებამდე უნდა ეკეთოთ. მაგიდასთან პირბადის მოხსნა შეეძლებათ. თუმცა, თუ კონდიციონერი ჩაირთვება, პირბადის გაკეთება სავალდებულოა. კონდიციონერი ოთახებში 30 გარდუსის და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ჩაირთვება. 


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი.


➡️ იხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:

6-11 ივლისი (პირველი  სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;

6 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;

12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

14 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;

15 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;

16 ივლისი (პირველი სესია) - ბიოლოგია;

17 ივლისი (პირველი  სესია) - რუსული  ენა;

17 ივლისი (პირველი და მეორე  სესია) - ინგლისური ენა;

17 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

18 ივლისი (პირველი სესია) - რუსული  ენა;

18 ივლისი (პირველი და მეორე სესია)  - ინგლისური ენა;

19 ივლისი (პირველი სესია)  - გერმანული ენა;

19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

21 ივლისი (პირველი სესია) - ზოგადი უნარები;

21 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;

22 ივლისი (პირველი სესია) -  ფიზიკა;

22 ივლისი (პირველი სესია) -  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

23 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია;

24 ივლისი (პირველი სესია) -  ქიმია;

25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება.

ასევე დაგაინტერესებთ:

საგამოცდო ცენტრების სია და დამატებითი ტრანსპორტის მარშრუტები ცნობილია

ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა: რა შეიცვალა აბიტურიენტებისთვის?

როგორ გამოიყურება საგამოცდო ოთახები და რა პირობებში დაწერენ გამოცდას აბიტურიენტები - ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

„გილოცავთ და გისურვებთ საუკეთესო სტუდენტურ წლებს, წარმატებულ კარიერას და ბრწყინვალე მომავალს“

15 სექტემბერი სკოლაში ყოველთვის დიდი დღესასწაულია

წლევანდელ პირველ კლასში ოთხი მოსწავლე ჩაირიცხა - ბოლო წლების განმავლობაში ეს კალის საჯარო სკოლის ისტორიაში პირველად მოხდა

„ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე ახალი აღმოჩენების, ცოდნის, მეგობრობისა და ბედნიერი მოგონებების მომტანი ყოფილიყოს!„

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება