სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართული სალიტერატურო ენის ნორმები დამტკიცდა - გრამატიკის წესები და 6-დონიანი სისტემა A1, A2, B1, B2, C1, C 2
02-07-2020
-
+


საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმები დამტკიცდა. 

დოკუმენტის მიზანია, ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების ერთიანი, უნიფიცირებული სისტემის დანერგვა.

ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა სავალდებულოა ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა შემთხვევაში. 

ქართული სალიტერატურო ენის ნორმები

„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმები დანართების შესაბამისად:

წოდებითი ბრუნვის ფორმა;
ვითარებითი ბრუნვის ფორმა;
თანდებულთა და თანდებულიან სახელთა მართლწერა;
ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა.

ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა მოიცავს იმ კრიტერიუმთა ერთობლიობას, რომლითაც განისაზღვრება ქართული ენის ფლობა მოსმენის, კითხვის, მეტყველებისა და წერის შესაბამისი დონის მიხედვით. დოკუმენტი შესრულებულია ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების რეკომენდაციათა საერთო ევროპული ჩარჩოს ექვსდონიანი სისტემის - A1, A2, B1, B2, C1, C 2 − საფუძველზე.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება