სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ - გოჩა ტყეშელაშვილი „ეტალონის“ ეთერში დაბრუნების შესახებ წერს
02-07-2020
-
+


„ეტალონის“ პროექტების ავტორი და სატელევიზიო გადაცემის უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. პოსტში ტყეშელაშვილი გადაცემა „ეტალონის“ შეჩერებაზე და მისი „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ ეთერში დაბრუნების მოთხოვნაზე წერს.

როგორც გადაცემის ავტორი და წამყვანი აღნიშნავს, სტატუსის დაწერა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდში, ერთ-ერთი გამოკვეთილად პრორუსული განწყობის წევრის არჩევამ გადააწყვეტინა. 

„ვაჰ !!! გასკდა გული ამდენი უსამართლობით. . .

იქნებ, ვინმემ ამიხსნათ და გამაგებინოთ, რატომ უნდა გადიოდეს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ რუსული წარმოშობის „რა? სად? როდის?“ იგივე „ЧТО? ГДЕ? КОГДА? “ და მე-5 წელია ბიუჯეტიდან დაფინანსებულ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ არ უშვებდნენ ყველაზე ეროვნულ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“, რომლის ეთერში დაბრუნება 35.000-ზე მეტმა პედაგოგმა ხელმოწერებით მოითხოვა და ხალხი დღესაც მასიურად უჭერს მხარს.

პ.ს. ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდში, ერთ-ერთი გამოკვეთილად პრორუსული განწყობის წევრის არჩევამ.

პ.პ.ს. ეს ის „საზოგადოებრივი მაუწყებელია“, რომელიც ყოველწლიურად 52-53 მლნ ლარს იღებს ბიუჯეტიდან, 45 მლნ კრედიტი აიღო პარლამენტის დასტურით, ახლა კი კიდევ 3,8 მლნ ლარს ითხოვს დამატებით, როცა რეიტინგები აქვს უმდაბლესი და ხალხის მოთხოვნას არ ითვალისწინებს.

იქნებ ამიხსნათ ვინმემ, რა ხდება?! ვფიქრობ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ახლა სხვა მეთოდებსაც მოვსინჯავ!“ - წერს გოჩა ტყეშელაშვილი. 

ცნობისთვის, „ეტალონის“ ეთერში დაბრუნების მოთხოვნით მასწავლებლების ხელმოწერებიც შეგროვდა და პარლამენტარებმა პეტიციაც შეადგინეს, თუმცა ამ ყველაფერს შედეგი დღემდე არ მოჰყოლია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება